შინაარსზე გადასვლა

აბსურდის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდოს მოლოდინში, აბსურდის თეატრის მაცნე. ავინიონის ფესტივალი, რეჟისორი ოტომარ კრეიჩა, 1978.

„აბსურდის თეატრი“ — მიმდინარეობა XX საუკუნის 50-60-იანი წლების ფრანგულ დრამატურგიაში. აბსურდის თეატრი ხშირად სახელწოდების გამო ალბერ კამიუს თეატრში (აბსურდის დრამა) ერევათ, რაც უხეში შეცდომაა. ამ მიმდინარეობას ავანგარდულ და ექსპერიმენტულ თეატრსაც უწოდებენ, ზოგჯერ კი ანტითეატრად და „განქიქების თეატრადაც“ (ფრანგ. theatre de derision) მოიხსენიებენ.

ავანგარდული თეატრი ბურჟუაზიული და მასობრივი კულტურის საპირისპიროდ ფუნქციონირებს, როგორც ანტითეატრი. იგი ცდილობს სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ახალი ფორმის აზროვნების დანერგვას. აბსურდის დრამა უარყოფს რეალისტურ და ანგაჟირებულ თეატრს. აბსურდის დრამატურგები მიიჩნევენ, რომ იდეოლოგიური თეატრი იდეის მონა ხდება და ასეთი პიესა მხოლოდ იდეის ვულგარიზაციაა, ხოლო ხელოვნება ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა. რეალისტურ თეატრში რეჟისორი ცდილობს დაავიწყოს მაყურებელს ის ფაქტი, რომ ის თეატრშია და ამისათვის შეძლებისდაგვარად უახლოვებს მოქმედებას რეალობას. აბსურდის დრამატურგები ილაშქრებენ სცენისა და რეალობის ამ გაიგივების წინააღმდეგ, რადგან მათი აზრით თეატრალური ნაწარმოები ხელოვნების ნიმუშია. ამ მხრივ, აბსურდის დრამის ანალოგი ლიტერატურაში ახალი რომანია.

ანტითეატრს შემდეგი პრინციპები ახასიათებს:

  1. თეატრი მხოლოდ თეატრსავე მიემართება. პერსონაჟები მხოლოდ პიესის მსვლელობისას არსებობენ.
  2. მოქმედება ზღაპრულ, გამოგონილ სამყაროში მიმდინარეობს და არ ემორჩილება დრო-სივრცობრივ მონაცემებს.
  3. არ არსებობს სიმბოლური ლოგიკაც კი, რომელიც გააერთიანებს აზრსა და მის გამომხატველ სიმბოლოებს, რადგან თეატრის მიზანი არაა აზრის გამოხატვა, არამედ სანახაობის მოწყობა. სიტყვები და საგნები სრული ავტონომიით სარგებლობენ.
  4. მეტყველება კარგავს საკომუნიკაციო ფუნქციას და ხდება სასცენო ობიექტი.
  5. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. "მეტყველების კრიზისი" . აბსურდისტების აზრით სიტყვებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, რადგან მათი მნიშვნელობა იცვლება გარემოს მიხედვით, ამიტომ ავანგარდულ თეატრს აღარ სწამს მეტყველების, ენის. იგი უპირატესობას ანიჭებს ჟესტებსა და მოძრაობებს.

ახალი თეატრის წარმომადგენლებზე ძირითადი გავლენა მოახდინეს ალფრედ ჟარიმ, არტომ და სიურრეალისტებმა. ჟარის უბუ მეფე მიჩნეულია აბსურის დრამის უშუალო წინამორბედად. აქ პერსონაჟები გაუპიროვნებულია. ისინი სპეციალური ნიღბებით და ხმებით არიან აღჭურვილნი. გვხვდება მასის გამომხატველი პერსონაჟიც. არტო უფრო თეორეტიკოსია. მის ნაშრომში, თეატრი და მისი ორეული, უარყოფილია ფსიქოლოგია და მორალი, დიალოგები არ ატარებს აზრს. მთავარია არა ტექსტი, არამედ ჟესტი და ხმა. სიურრელისტებისგან ანტითეატრი გადაიღებს სიზმრისეული სივრცისადმი მინიჭებულ მნიშვნელობას, მეტყველების საკომუნიკაციო ფუნქციის უარყოფას, ალოგიზმსა და ასოციაციურობას.

აბსურდის დრამის ძირითადი წარმომადგენლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ackerley, C. J. and S. E. Gontarski, ed. The Grove Companion to Samuel Beckett. New York: Grove P, 2004.
  • Baker, William, and John C. Ross, comp. Harold Pinter: A Bibliographical History. London: The British Library and New Castle, DE: Oak Knoll P, 2005. ISBN 1-58456-156-4 (10). ISBN 978-1-58456-156-9 (13).
  • Bennett, Michael Y. Reassessing the Theatre of the Absurd: Camus, Beckett, Ionesco, Genet, and Pinter. New York: Palgrave Macmillan, 2011. ISBN 978-0-230-11338-1
  • Brook, Peter. The Empty Space: A Book About the Theatre: Deadly, Holy, Rough, Immediate. Touchstone, 1995. ISBN 0-684-82957-6 (10).
  • Caselli, Daniela. Beckett's Dantes: Intertextuality in the Fiction and Criticism. ISBN 0-7190-7156-9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]