დიალოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიალოგიმეტყველების ფორმა, რომლითაც გადმოცემულია ორი ადამიანის მონაცვლეობითი საუბარი. თითოეულის გამონათქვამი, რემელსაც რეპლიკას ვუწოდებთ, მოსაუბრისადმი არის მიმართული.

დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელია რეპლიკების მჭიდრო შინაარსობრივი კავშირი, რაც ყველაზე ხშირად კითხვა–პასუხის ფორმით გადმოიცემა. დიალოგური მეტყველება ხშირად არ არის სრული, რადგან მოსაუბრისათვის სიტუაცია ნაცნობია და ცოდნაც საერთოა. დიალოგური მეტყველების უსრულობა ასევე ივსება ინტონაციით, ჟესტებითა და მიმიკებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]