ყვაპუ შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

ყვაპუ შარვაშიძეაფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის უმცროსი შვილი. საუფლისწულოდ მიიღო მდინარეების ლაღიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია. მის დროს ეს მხარე აფხაზებით დასახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ის გლეხებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეკუთვნოდა, ყვაბუ შარვაშიძემ ტყვეებად გაყიდა. კათალიკოსი დავითი (ნემსაძე) მოითხოვდა, რომ მას შეეწყვიტა ეს საქმიანობა. შარვაშიძე ცდილობდა დაუფლებოდა მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შესძლო სამეგრელოს მმართველმა გიორგი ლიპარტელიანმა იმერეთის მმართველ გიორგი აბაშიძის დახმარებით აფხაზ ფეოდალთა შეტევის შეჩერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ტიტული დაარსდა
   სამურზაყანოს მფლობელი    
?–1705
შემდეგი:
მურზაყან შარვაშიძე