შინაარსზე გადასვლა

აბდ ალ-მალიქ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდ ალ-მალიქ I

სპარს. عبدالملک

ტაჯ. Абдулмалики I
აბდ ალ-მალიქ I სპარს. عبدالملک‎ ტაჯ. Абдулмалики I
955/956 წლებში ნიშაპურში მოჭრილი აბდ ალ-მალიქ I-ის ოქროს დინარი
სამანიდების სახელმწიფოს ემირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო 954 – 23 ნოემბერი 961
წინამორბედინუჰ I
მემკვიდრემანსურ I

დაბადებული936 ან 944/945
გარდაცვლილი961
ბუხარა, სამანიდების სახელმწიფო
რელიგიაისლამი, სუნიზმი

აბდ ალ-მალიქ I ( სპარს. عبدالملک 936 ან 944 / 5 ნოემბერი, 961 ) — ხორასანისა და ტრანსოქსიანის სამანიდი მმართველი ( 954 - 961 ), მამის ნუჰ I- ის მემკვიდრე. გვიანდელი წყაროს მიხედვით (აჰმედ ალ-კუბავის თარგმანი ნარშახის" ბუხარას ისტორიისა"), ის მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ტახტზე ავიდა. ნუჰ I- ის დროს დაწყებული ომი ბუიდებთან, დასრულდა მისი მმართველობის დროს (955-956 წწ.) ზავით, რომელიც სამანიდებისთვის განსაკუთრებით არ იყო მომგებიანი. როგორც მონეტებიდან ჩანს, ზავის დადება დაკავშირებული იყო ხალიფა ალ-მუტის აღიარებასთან.

ცოტა რამ არის ცნობილი აბდ ალ-მალიქის დროს ქვეყნის შიდა მდგომარეობის შესახებ. სავარაუდოდ, რეალური ძალაუფლება თურქი ღულამების ხელში რჩებოდა, რომლებიც ნუჰის დროს დაწინაურდნენ. აბდ ალ-მალიქის ნაადრევი სიკვდილი ჩოვგანის თამაშის დროს ცხენიდან გადმოვარდნამ გამოიწვია. მისი ვაჟი ნასრი, მაკდისის გადმოცემით, მმართველად მხოლოდ ერთი დღით აღიარეს.[1]

აბდ ალ-მალიქი იყო ნუჰ I- ის უფროსი ვაჟი. ისტორიკოს ნარშახის გადმოცემით, აბდ ალ-მალიქი ტახტზე 10 წლის ასაკში ავიდა, რაც ნიშნავს, რომ იგი დაიბადა 944/5 წელს. Encyclopaedia Islamica ნარშაჰის ინფორმაციას არადამაჯერებლად და შესაძლოა, არასწორადაც თვლის, ვინაიდან ქრონიკებში არ არის ნახსენები 10 წლის აბდ ალ-მალიქი, რომელსაც რეგენტი სახელმწიფოს მართვაში ეხმარებოდა. თუმცა, მასში კვლავ წერია: „სანამ არ გამოჩნდება დამატებითი დოკუმენტაცია, ამ საკითხზე უფრო გარკვევით არ შეიძლება რამის თქმა. “ [2]

ხორასნის, მავერანაჰრის და ტოხარისტანის რუკა

ნუჰ I-ის მმართველობის შემდეგ სამანიდების იმპერიაში რამდენიმე სირთულე წარმოიშვა: ფინანსური სირთულეები, ჯარში უკმაყოფილება და მეზობლად ბუიდების ძლიერი დინასტიის გაჩენა. იმპერია ასევე დაასუსტა შინაგანმა უთანხმოებამ, ქმედუნარიანი ვეზირების ნაკლებობამ და თურქი ღულამი ჯარისკაცების მზარდმა ძალაუფლებამ. მამისგან აბდ ალ-მალიქმა მემკვიდრეობით მიიღო პრობლემური სამეფო; როდესაც ნუჰის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სამეფოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი მეთაური აჯანყდა. აბდ ალ-მალიქმა ტახტზე ასვლა მხოლოდ წამყვანი სამხედრო ლიდერების მხარდაჭერით მოახერხა. მისი მმართველობის დასაწყისიდანვე ფაქტობრივი ძალაუფლება სამხედრო ლიდერებსა და კარისკაცებს ეკუთვნოდათ. აბდ ალ-მალიქმა თავის ვეზირად დანიშნა აბუ მანსურ მუჰამედ იბნ უზაირი, ხოლო ბაქრ იბნ მალიქ ალ-ფერღანიმ შეინარჩუნა ხორასანის გამგებლის თანამდებობა. [3]

ღულამები სწრაფად ძლიერდებოდნენ. ალპ-ტეგინმა მიიღო ხორასანის გამგებლის პოსტი და ამ თანამდებობაზე დანიშნა აბუ ალი ბალამი, აბუ - ფადლი ბალამის ვაჟი. თუმცა, ახალი ვეზირი მამასავით კომპეტენტური არ იყო. მე-11 საუკუნის ირანელი ისტორიკოსის გარდიზის მიხედვით, ალპ-თეგინი და ბალამი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ; მან ასევე დაამატა, რომ „ბალამი არასოდეს არაფერს აკეთებდა ალპ-თეგინის რეკომენდაციის გარეშე.“

აბდ ალ-მალიქის პიროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდ ალ-მალიქის პიროვნების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. შამსუდინ ალ მუკადასი მას სამანიდ მონარქებს შორის განსაკუთრებულ ფიგურად თვლიდა, შაბანკარაი კი — სამართლიან და სათნო კაცად. თავისი მმართველობსი დროს აბდ ალ-მალიქი ცნობილი იყო როგორც ალ-მუაფფაკი ("ღვთიურად მოწყალე"), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, მას უწოდეს ალ-მუაიადი.[4]

  • Бартольд В. В. Абд ал-Мелик // Бартольд В. В. Сочинения. — М.: Наука, 1964. — Т. II, Ч. 2: Работы по отдельным проблемам истории Средней Азии. — С. 485.
  1. Treadwell, W. L. (1991). The Political History of the Sāmānid State (PhD thesis). University of Oxford.
  2. Bosworth, C. E. (1982b). "ʿAbd-al-Malek b. Nūḥ b. Naṣr". Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 2. p. 128.
  3. Bosworth, C. E. (2002). "Manṣur b. Nūḥ". In Yarshater, Ehsan (ed.). Encyclopædia Iranica, Online Edition. Encyclopædia Iranica Foundation.
  4. Kennedy, Hugh (2004). The Prophet and the Age of the Caliphates: The Islamic Near East from the 6th to the 11th Century (Second ed.). Harlow: Longman. ISBN 978-0-582-40525-7.