ჩოვგანი
ჩოვგანი (სპარ. چوگان ایرانی, აზერ. Çövkən) — ძველებური აღმოსავლური საცხენოსნო სპორტული გუნდური თამაში, თანამედროვე პოლოს წინამორბედი. ძველი დროიდან ითვლებოდა არისტოკრატულ თამაშად, რომელსაც თამაშობდნენ მისთვის განკუთვნილ მოედანზე, ამ მიზნისათვის გაწვრთნილი ცხენებით. თამაშებში მონაწილეობას ასევე შაჰის ოჯახის წევრებიც იღებდნენ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუა საუკუნეებში ითვლებოდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად საბრძოლო ცხენოსნებაში მომზადებისთვის. ჩოვგანი დღეს გავრცელებულია აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.
ჩოვგანი აზერბაიჯანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანში ჩოვგანი ითვლება სპორტის ეროვნულ სახეობად. 2013 წელს ჩოვგანი, აზერბაიჯანში, ტრადიციული ჯირითობა ყარაბაღის ცხენებით, შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო დაცვა.
ჩოვგანი გუნდური თამაშია. ჩამოყალიბდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველასწლეულში. სარგებლობდა პოპულარობით ასეული წლების განმავლობაში. აზერბაიჯანის სსრ -ში 1960 წლიდან განახლებული წესევბით დაიწყო ჯერ საჩვენებელი, შემდეგ უკვე ოფიციალური შეჯიბრებები. ჩოვგანი ასევე ჩართული იყო საკავშირო საცხენოსნო შეჯიბრებების პროგრამაში.
1979 წელს ჯაბარ ჯაბარლის სახელობის აზერბაიჯანული კინოსტუდიის მიერ გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჩოვგანის თამაში“ (აზერ. Çovqan oyunu), რომელშიც გადმოცემულია იქნაჩოვგანის თამაშის წესები და ისტორია.
2013 წლის სექტემბერში ბაქოში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება პოლოში, რომლის მსვლელობის დროსაც ჩატარდა აჩვენებელი მატჩი სხვადასხვა გუნდის შერეული ნაკრებისა და აზერბაიჯანულ გუნდებს შორის.[1][2]
2013 წლის 2 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ბაქოში ჩატარდა იუნესკოს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობოთაშორისო კომიტეტის მე-8 სესია, რომლის მსვლელობის დროსაც განხილული იქნა იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანი 12 განაცხადი, რომელთა შორის აგრეთვე იყო „აზერბაიჯანში, ტრადიციული ჯირითობა ყარაბაღის ცხენებით და ჩოვგანის თამაში“.[3] 2013 წლის 3 დეკემბერს იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო დაცვა, შეტანილ იქნა ჩოვგანი.[4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.cnshb.ru
- www.horse.ru დაარქივებული 2019-06-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В Баку впервые прошел Кубок мира по конному поло. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-11. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
- ↑ Arena Polo World Cup Azerbaijan დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. 7 сентября, суббота…19:00 Презентация Човган (короткий экскурс в историю), товарищеский матч между командой Човгана и международной командой
- ↑ Азербайджан подал заявку на включение нуждающейся в срочной охране традиционной игры човган в список нематериального культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
- ↑ Two new elements inscribed on the Urgent Safeguarding List