Škoda 06T

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Škoda 06T კალიარიში

Škoda 06 T — ხუთნაკვეთურიანი, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრად დაბალიატაკიანი, ორმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ (Škoda) იტალიის ქალაქ კალიარისთვის ააგო (იხ. სტ.: კალიარი; კალიარის მეტრო). ეს ვაგონი ძალიან ჰგავს Škoda 05 T–ს. იგი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით. მისი იატაკის 65% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე).

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მდგომარეობით აგებულია ამ მოდელის 9 ვაგონი.

იტალიის დროშა იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი ვაგონების მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ბორტის ნომრები შენიშვნა
კალიარი კალიარის მეტრო 06T 20062007 9 ვაგონი CA 01 – CA 09  

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Škoda 06T აგების პროცესში, პლზენის შკოდას ქარხანაში
  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 29,49 მ
  • სიგანე: 2,46 მ
  • სიმაღლე: 3,5 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 37,7 ტ
  • ადგილების ჯამური რაოდენობა: 279
    • დასაჯდომი: 44
    • დასადგომი: 235
  • დაბალი იატაკი: 65%
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 115 kW
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • ლიანდაგის სიგანე: 950 მმ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_06T&oldid=3018505“-დან