Škoda 03 T Astra (Anitra)Škoda Astra პლზენში, ტრამვაის დეპოს ფონზე
Škoda 03 T (იგივე Škoda Astra, მოგვიანებით Škoda Anitra (Asynchronní nízkopodlažní tramvaj; ასინქრონული დაბალიატაკიანი ტრამვაი)) —სამნაკვეთურიანი, ორურიკიანი, შესახსრული, ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომლებიც აიგო კომპანიების, Škoda და Inekon–ის მიერ. შკოდამ პირველი ასეთი ვაგონი 1998 წელს ააგო, ხოლო 2003 წელს ინეკონმა ოსტრავას სატრანსპორტო გაერთიანებასთან თანამშრომლობით ააგო ვაგონები Škoda Astra, რომლებსაც მოგვიანებით Inekon 01 Trio და Inekon 12 Trio ეწოდათ. Inekon 12 Trio განკუთვნილია აშშ–სთვის.
Škoda 03 T–ს სალონის იატაკის შუა ნაწილი აქვს დაბალი (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე), ხოლო ვაგონის პირველ და ბოლო ნაკვეთურებში, ურიკების თავზე იატაკი მაღალია. შკოდას ზოგიერთი სხვა ტრამვაის ვაგონი, როგორებიცაა Škoda 05 T და Škoda 10 T, Škoda 03 T–ს ჰგავს.