ოლფერტ დაპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლფერტ დაპერი
დაბადების თარიღი 6 იანვარი 1636
ამსტერდამი, ნიდერლანდები
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1689
ამსტერდამი, ნიდერლანდები
ეროვნება ნიდერლანდელი
საქმიანობა მწერალი
გეოგრაფი
ცნობილი ნაშრომები „აფრიკის აღწერა“ (1668)

ოლფერტ დაპერი (ნიდერლ. Olfert Dapper; დ. 6 იანვარი, 1636 — გ. 29 დეკემბერი, 1689) — ნიდერლანდელი ექიმი, მწერალი და გეოგრაფი. დაიბადა 1635 წელს, ქალაქ ამსტერდამში. 1636 წლის იანვარში მოინათლა ამსტერდამის ერთ-ერთ ლუთერანულ ეკლესიაში.[1] 1658 წელს დაპერი უტრეხტის უნივერსიტეტის სიაში იყო შეყვანილი. ორი წლის შემდეგ თავის თავს ექიმობას მიაწერდა, თუმცა დამამტკიცებელი ფაქტები იმისი, რომ მან მედიცინა შეისწავლა, არ არსებობს.[1]

ავტორია არაერთი კომპილაციური ხასიათის თხზულებისა, რომელთა ზოგიერთ წყაროს ჩვენამდე არ მოუღწევია. ეს თხზულებებია: „ეგვიპტე, ლიბია, გვინეა, ეთიოპია ანუ აბისინია“ (1668), „ტაისინგის ანუ ჩინეთის იმპერია“ (1670), „ამერიკა“ (1671), „წინა აზია“ (1677), „ხმელთაშუა ზღვის კუნძულები“ (1688) და სხვა. მისი წიგნები მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. წიგნების თარგმანი გამოიცა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.[1]

1672 წელს გამოქვეყნდა დაპერის „დიდ მონგოლთა იმპერია“ და „სპარსეთი“. სპარსეთის სამეფოს აღწერისას დაპერი ვრცლად ეხება ისტორიას და თავის თანამედროვე საქართველოს, გულისტკივილით აღნიშნავს შაჰ-აბას I-ის ვერაგული პოლიტიკის დამღუპველ შედეგს კახეთისა და მთელი საქართველოსთვის.[2]

ოლფერტ დაპერი გარდაიცვალა ამსტერდამში, 1689 წლის 29 დეკემბერს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავითაშვილი ი., ოლფერტ დაპერის ცნობები საქართველოს შესახებ, «ცისკარი», 1972, №6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ოლფერტ დაპერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-26. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 377.