The Singles — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირველი ბოქს-სეტი, რომელიც გამოიცა 2010 წლის 8 დეკემბერს. იგი შეიცავს 9 დისკს, საიდანაც 8 დისკი შეიცავს სინგლებს გაგას ალბომებიდან The Fame (2008) და The Fame Monster (2009), ხოლო მეცხრე დისკი შეიცავს სიმღერებს გაგას პირველი EP ალბომიდან The Cherrytree Sessions (2009) და საშობაო პრომო სინგლს Christmas Tree.
სინგლებთან ერთად ბოქს-სეტში შესულებია სიმღერების რემიქსები რომლებიც ეკუთვნით ტრევორ სიმფსონს, Space Cowboy-ს, Guéna LG-ს, Chew Fu-ს, ბიმბო ჯოუნსს, Alphabeat-ს და დეივ აუდეს. ბოქს-სეტი თავდაპირველად გამოიცა შეზღუდული რაოდენობით (5,000 ეგზემპლარი მხოლოდ იაპონიაში), მაგრამ შემდეგ გამოიცა სხვა ქვეყნებში. ალბომის გარეკანი ეკუთვნის ფოტოგრაფ ედი სლიმანს რომელიც გადაღებულია ალბომ The Fame Monster-ის ფოტოსესიის დროს.