Lisa Goes Gaga

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lisa Goes Gaga
სიმფსონების ეპიზოდი
კადრი სერიიდან - გაგა და ლიზა სხედან სკოლის პარკში.
ეპიზოდი # 508
ეპიზოდის კოდი PABF14
ეთერში გას. თარიღი 20 მაისი, 2012
პროდიუსერ(ებ)ი ელ ჯინი
სცენარისტ(ებ)ი ტიმ ლონგი
რეჟისორ(ებ)ი მეთი სკოფილდი
დივანის ხუმრობა მთელი ოჯახი თამაშობს Zii-ს თამაშში ჰომერის გარდა ყველა ზის მდივანზე და ჰომერი ვერ ჯდება. რეალურ ცხოვრებაში ჰომერი ბრაზდება და ძირს აგდებს პულტს, ჰომერი აქაც ცდილობს დაჯდეს მდივანზე მაგრამ თამაშის მსგავსად ვერ ჯდება.

Lisa Goes Gaga — ოცდამეორე ეპიზოდი სიმფსონების ოცდამესამე სეზონიდან. ეპიზოდი ეთერში გავიდა აშშ-ის ტელეკომპანია FOX-ის ეთერში 2012 წლის 20 მაისს. ამ ეპიზოდში ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა ეწვია ქალაქ სპრინგფილდს, რომლის ყველა მცხოვრები არის დეპრესიაში. მთავარი გმირი ლიზა სიმფსონი არის ყველაზე დიდ დეპრესიაში. ამ ეპიზოდში გაგა ცდილობს ასწავლოს ლიზას ბედნიერების მნიშვნელობა.

ეპიზოდის სცენარი ეკუთვნის ტიმ ლონგს, ხოლო რეჟისორი არის მეთიუ სკოფილდი. ეპიზოდში ლედი გაგა საკუთარ გმირს თავად ახმოვანებს. მან ხმა ჩაწერა 2011 წლის აგვისტოში ქალაქ ლოს-ანჯელესში ოთხი დღის განმავლობაში. პროექტის გუნდმა გაგასთვის შეიმუშავა სულ თვრამეტი სხვადასხვა კოსტიუმი, რომლებიც გაგას რეალურ ცხოვრებაში იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, მათ შორის ხორცის კაბა.

კრიტიკოსების მხრიდან ეპიზოდმა დაიმსახურა უარყოფითი შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ მათ დადებითად შეაფასეს გაგას შესრულება. Nielsen Media Research-ის განცხადებით ეპიზოდს პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა 4.79 მილიონი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]