Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
ჟანრი კონცერტი
რეჟისორი ლორიენ გიბსონი
რედაქტორი მაიკ პოლიტო,
კევინ ოდია,
ბილ დირონდი,
ქეთი ჰეთლენდი.
მონაწილეობენ ლედი გაგა
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ლედი გაგა,
ვინსეტ ჰერბერტი,
ტროი კარტერი,
ჯიმი ლოვინი,
მო მორისონი,
სტივენ ჯონსონი,
ნიკო რიჩი.
ადგილ(ებ)ი მედისონ სკვერ გარდენი, ნიუ-იორკი
ხანგრძლივობა 114 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი HBO

Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden — სპეციალური კონცერტი და დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაღებულია 2011 წლის 21 და 22 თებერვალს ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას მიერ თავისი მეორე მსოფლიო ტურნეს The Monster Ball Tourის დროს. კონცერტი გადაღებულია გაგას მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში. ორსაათიანი სპეციალური შოუ გადაიღო ტელეკომპანია HBO-მ. მისი ტელე პრემიერა მოხდა 2011 წლის 7 მაისს. ტელე პრემიერის მეორე დღეს გაგამ ამ ტურნეს ბოლო კონცერტი მექსიკაში ჩაატარა . ეს სპეციალური შოუ 2011 წლის 24 ნოემბერს გამოვიდა DVD-ზე და Blu-Ray-ზე.

ჩანაწერი შეიცავს ვიდეოებს და ფოტო სურათებს კონცერტის დაწყებამდე და მის კულისებში მზადების პროცესს. კონცერტმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო და მათ ხაზი გაუსვეს გაგას შესრულებას, მაგრამ ეჭვი შეეპარათ მის გულწრფელობაში ინტერვიუს დროს კულისებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რაღაც მსგავსება იყო პოპ-მომღერალ მადონას 1991 წელს გამოშვებულ ფილმთან „საწოლში მადონასთან“. კონცერტმა მიიღო ხუთი ნომინაცია ემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე და გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში.

მიმოხილვა[რედაქტირება]

დოკუმენტური ფილმი იწყება შავი და თეთრი კადრებით. გაგა სეირნობს თავის მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში, შემდეგ შედის კაფეში, სადაც უკვეთავს ყავას. ამის შემდეგ გაგა მიემართება დაცვასთან ერთად შავი ჯიპისკენ, რომელშიც ჩაჯდომის შემდეგ ის გაემართა მედისონ სკვერ გარდენისკენ. გზაში გაგა იხსენებს, თუ როგორ ესწრებოდა თავისი საყვარელი მომღერლების კონცერტებს მედისონ სკვერ გარდენში და როგორ ოცნებობდა ერთხელ მაინც ჩაეტარებინა აქ კონცერტი და დარბაზი მთლიანად გაევსო. როდესაც მიუახლოვდნენ არენას, გაგამ მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და დაინახა ბანერი, სადაც ეწერა რომ დღეს კონცერტს ატარებს ლედი გაგა და ყველა ბილეთი გაყიდულია. ამაზე მას ცრემლები წამოუვიდა. შემდგომ მოქმედება ხდება გაგას გასახდელში, სადაც მომღერალი საუბრობს იმაზე, რომ მისი არავის არ ესმის მოყვარულთა გარდა და იგი თავს გრძნობს "დამცირებულად". შემდგომ გაგა მიემართება სცენისკენ, სადაც გასვლამდე წაიმღერებს სიმღერა "Marry the Night"-ის დასაწყისს. მაშინ სიმღერა არ იყო გამოსული (კონცერტი გადაღებულია 2012 წლის 21 და 22 თებერვალს). შემდგომ იწყება კონცერტი და შიგა და შიგ შავ თეთ ფერებში ჩანს კულისები და კოსტუმის გამოცვლის სცენები. ფილმი მთავრდება სიმღერა "Born This Way"-ს აკაპელა ვერსიით, რომელსაც გაგა ასრულებს თავის ბექ-ვოკალისტებთან ერთად, კულისებში.

ვიდეო გამოშვება[რედაქტირება]

Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
ვიდეო - ლედი გაგა
გამოცემის თარიღი 21 ნოემბერი, 2011
ჩაწერის თარიღი 21 და 22 თებერვალი, 2011. მედისონ სკვერ გარდენი, ნიუ-იორკი
ჟანრი პოპი, საცეკვაო მუსიკა
ხანგრძლივობა 114:23
ენა ინგლისური
ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
რეჟისორი ლორიენ გიბსონი
ლედი გაგა - ქრონოლოგია
The Fame Monster: Video EP
(2010)
Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
(2011)

Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden გამოვიდა DVD-ზე და Blu-Ray-ზე 2011 წლის 24 ნოემბერს. გარდა ტელეკომპანია HBO მიერ გადაღებული კონცერტისა, დისკზე ასევე ჩაწერილია ფოტო გალერეა და ტურნეს კულისების კადრეი, რომელიც მხოლოდ DVD დისკისთვის იქნა გადაღებული. ვიდეო ჩანაწერი ასევე შესულია კოლექციაში, რომელიც მოიცავს სამ დისკს "Born This Way: The Remix" და ალბომ "Born This Way"-ს. ამ კოლექციის სახელწოდებაა Born This Way: The Collection. იგი გაყიდვაში გამოვიდა DVD დისკთან ერთად.[1] აშშ-ში გამოცემა Blu-Ray იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ ქსელ "Best Buy"-ში. DVD დისკმა დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ვიდეოების ჩარტში 2011 წლის 3 დეკემბერს დაიკავა მეოთხე ადგილი.[2] ხოლო აშშ-ის ბილბორდის მუსიაკლური ვიდეოების ჩარტში - პირველი ადგილი, გაყიდული 26,000 ასლით.[3] Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden იქცა #4 ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მუსიკალური DVD დისკი აშშ-ში 2011 წელს.[4] ავსტრალიის მუსიაკლური DVD-ის ჩარტში დისკმა დაიკავა მეორე ადგილი.[5] რამდენიმე კვირის შემდეგ ავსტრალიის ხმისჩამწერმა ასოციაციამ დისკს მიანიჭა პლატინის წოდება, გაყოდული 15,000 ასლით.[6] 2012 წლის იანვარში დისკმა მიიღო ორმაგი პლატინის წოდება.[7] მან ასე ასევე ორმაგი პლატინის წოდება მიიღო საფრანგეთში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. შესავალი     4:29
2. Dance in the Dark   ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი 2:33
3. Glitter and Grease   ლედი გაგა, რობ ფუსარი 2:37
4. Just Dance   ლედი გაგა, RedOne, ეიკონი 4:22
5. Beautiful, Dirty, Rich   ლედი გაგა, ფუსარი 4:21
6. The Fame   ლედი გაგა, მარტინ კირსცენბაუმი 4:15
7. LoveGame   ლედი გაგა, RedOne 10:41
8. Boys Boys Boys   ლედი გაგა, RedOne 3:18
9. Money Honey   ლედი გაგა, RedOne, ბილალ ჰაჯი 3:16
10. Telephone   ლედი გაგა, როდნი ჯერკინსი, ლაშოუნ დენიელსი, ლაცონატე ფრანკლინი, ბიონსე 6:34
11. Speechless   ლედი გაგა 6:16
12. Yoü and I   ლედი გაგა 9:24
13. So Happy I Could Die   ლედი გაგა, RedOne, Space Cowboy 4:44
14. Monster   RedOne, ლედი გაგა, Space Cowboy 6:37
15. Teeth   ლედი გაგა, ტაჯა რაილი 9:42
16. Alejandro   RedOne, ლედი გაგა 5:25
17. Poker Face   ლედი გაგა, RedOne 3:56
18. Paparazzi   ლედი გაგა, ფუსარი 6:31
19. Bad Romance   RedOne, ლედი გაგა 6:22
20. Born This Way   ლედი გაგა, ჯეპე ლოურსენი 9:00
ბონუს დამატება
  • "Born This Way" (აკაპელა) – 3:16
  • "Monster Ball-ის კულისები" – 12:50
  • ფოტო გალერეა

ჩარტი[რედაქტირება]

ჩარტი (2011) პოზიცია
ავსტრალიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[5] 2
ავსტრალიის მუსიკალური DVD-ის ტოპ 10[8] 5
ბელგიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი (Flanders)[9] 3
ბელგიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი (Wallonia)[10] 2
ჩეხეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[11] 9
დანიის მუსიკალური DVD-ის ტოპ 10[12] 7
ჰოლანდიიოს მუსიკალური DVD-ის ჩარტი[8] 3
საფრანგეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[13] 1
ფინეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[14] 4
გერმანიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[15] 6
ჩარტი (2011) პოზიცია
უნგრეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[16] 3
ირნალნდიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[17] 6
იტალიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[18] 1
იაპონიის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[19] 3
ესპანეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[20] 6
შვედეთის მუსიკალური DVD-ის ჩარტი[21] 5
შვეიცარიის მუსიკალური ვიდეოების ჩარტი[22] 2
დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ვიდეოების ჩარტი[2] 4
აშშ, ბილბოარდის მუსიკალური ვიდეოების ჩარტი[3] 1

სერტიფიცირება[რედაქტირება]

ქვეყანა სერტიფიკატი
ავსტრალია 2× პლატინა[7]
საფრანგეთი 2× პლატინა[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Lipshutz, Jason (2011-10-07). Lady Gaga Announces 'Monster Ball' DVD, 'Born This Way' Remix Album. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 2011-10-07.
  2. 2.0 2.1 Top 40 Music Video Archive: December 3, 2011. The Official Charts Company (2011-12-03). წაკითხვის თარიღი: 2011-11-28.
  3. 3.0 3.1 Grein, Paul (2011-11-30). Week Ending Nov. 27, 2011. Albums: Buble Wins A Squeaker. Yahoo!. წაკითხვის თარიღი: 2011-11-30.
  4. Grien, Paul. “Week Ending Jan. 1, 2012. Albums: She’s Back“, Yahoo! Music, 2012-01-04. წაკითხვის თარიღი: 2012-01-04. 
  5. 5.0 5.1 ARIA Top 40 Music DVD Chart. Australian Recording Industry Association (2011-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-12-05-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-12-05.
  6. ARIA Top 40 Music DVD Chart. Australian Recording Industry Association (2011-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-12-12-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-12-12.
  7. 7.0 7.1 ARIA Charts - Accreditations - 2012 DVDs. Australian Record Industry Assocation. წაკითხვის თარიღი: 2012-02-07.
  8. 8.0 8.1 Musik-DVD Top 10 Hitparaden (Dutch). International Federation of the Phonographic Industry. Hung Medien (2011-12-02). წაკითხვის თარიღი: 2011-12-02.
  9. Muziek-DVD Top 10 26/11/2011 (Dutch). Ultratop. Hung Medien (2011-11-26). წაკითხვის თარიღი: 2011-12-02.
  10. 10 DVD Musicaux 03/12/2011 (French). Ultratop. Hung Medien (2011-12-03). წაკითხვის თარიღი: 2011-12-09.
  11. TOP 20 Hudební video. International Federation of the Phonographic Industry (2011-11-29). წაკითხვის თარიღი: 2011-11-30.
  12. Musik-DVD Top 10 Hitparaden (Danish). IFPI Danmark & Nielsen Music (2011-12-02). წაკითხვის თარიღი: 2011-12-09.
  13. Classement officiel des ventes de DVD Musicaux (French). Syndicat National de l'Édition Phonographique (2011-11-21). წაკითხვის თარიღი: 2011-12-04.
  14. Suomen virallinen lista - Artistit (Finnish). Musiikkituottajat – IFPI Finland (2011-11-30). წაკითხვის თარიღი: 2011-12-01.
  15. Grönemeyer überwacht "Schiffsverkehr" in Musikvideo-Charts (German). Media Control Charts (2011-12-01). წაკითხვის თარიღი: 2011-12-09.
  16. Hungarian DVD Chart: Week 48, 2011 (Hungarian). Mahasz. Magyar Hanglemezkiadók Szövetsége (2011-11-28). წაკითხვის თარიღი: 2011-12-07.
  17. Music DVDs: Week Ending 24 November 2011. Irish Recorded Music Association (2011-11-24). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-12-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-12-01.
  18. DVD Musicali: Classifica settimanale dal 21/11/2011 al 27/11/2011 (Italian). Federation of the Italian Music Industry (2011-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-12-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-12-01.
  19. Index of DVD Music Week - November 27, 2011 (Japanese). Oricon (2011-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-12-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-12-01.
  20. Top 20 DVD Novembre 27, 2011 (Spanish). Productores de Música de España (2011-11-27). წაკითხვის თარიღი: 2011-12-02.
  21. Veckolista DVD Album - Vecka 52, 30 december 2011 (Swedish). Sverigetopplistan (2011-12-30). წაკითხვის თარიღი: 2011-12-31.
  22. Musik-DVD Top 10 (German). Swiss Music Charts. Hung Medien (2011-11-27). წაკითხვის თარიღი: 2011-12-01.
  23. http://www.disqueenfrance.com/fr/pag-259165-DISQUES-D-OR.html?year=&type=18