A Very Gaga Thanksgiving

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Very Gaga Thanksgiving
ჟანრი საესტრადო შოუ
რეჟისორი ლედი გაგა
მონაწილეობენ ლედი გაგა
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ლედი გაგა,
ვინსეტ ჰერბერტი,
ტროი კარტერი,
მო მორისონი,
რუდი ბერნალი,
დევიდ სალტი,
სტივენ ჯონსონი,
ნიკო რიჩი.
რედაქტორ(ებ)ი მაიკ პოლიტო,
ჯოელ ვირთელი.
ხანგრძლივობა 90 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
პირველად ეთერში 24 ნოემბერი, 2011


A Very Gaga Thanksgiving — მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ, რომელიც თავდაპირველად ეთერში გავიდა 2011 წლის 24 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არხ ABC-ზე. შოუს ავტორი და რეჟისორი არის ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა. გაგა შოუში განიხილავს პირად ცხოვრებას და მის მუსიკას. შოუში ასევე გამოჩნდნენ ამერიკელი ჟურნალისტი ქეით ქურიქი, ამერიკელი შეფ-მზარეული არტ სმიტი რომელმაც გაგასთან ერთად მოამზადა მადლიერების დღის სუფრის განუყრელი კერძი შემწვარი ინდაური, შოუში ასევე გამოჩნდა ლეგენდარულ მომღერალი ტონი ბენეტი რომელთანაც გაგამ პირველად შეასრულა ცოცხლად სიმღერა "The Lady Is a Tramp". გაგამ ასევე შეასრულა ოთხი სიმღერის აკუსტიკური ვერსია თავისი მეორე სტუდიური ალბომიდან "Born This Way" და ორი საშობაო სიმღერა.

სატელევიზიო შოუების კრიტიკოსებმა შოუს მისცეს დადბითი შეფასება და განაცხადეს რომ შოუ იყო მოკრძალებული და გულწრფელი. შოუს თვალს ადევნებდა 5.749 მილიონი მაყურებელი რომელთთა შეფასებით შოუ 5 ბალიანი სისტებიდან მიიღო 1.8. კომპანია Nielson-ის და არხ ABC-ს მონაცემებით შოუ იყო ყველაზე რეიტინგული მადლიერების დღის გადაცემა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ტელე პრემიერამდე გაგამ გამოუშვა EP ალბომი სადაც შესული იყო შოუში შესრულებული ოთხი სიმღერის აუდიო ვერსია, ალბომის სახელწოდებაა A Very Gaga Holiday.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეით ქურიქის ინტერვიუში გაგამ ილაპარაკა მის ცხოვებაზე, მუსიკაზე და მის სწავლის პერიოდზე სასულიერო სასწავლებელში რომელიც მდებარეობდა მანჰეტენზე.[1][2] გაგამ ასევე შოუში შეასრულა ცხრა სიმღერა მცირე აუდიტორიის წინაშე სადაც იმყოფებოდნენ მისი მეგობრები და ოჯახისწევრები. ეს სიმღერებია "Born This Way", "Marry the Night", "Yoü and I", "Hair", "The Edge of Glory" და "Bad Romance". გაგამ ასევე შეასრულა ორი საშობაო სიმღერა ირვინგ ბერლინის "White Christmas" და მილტონ დილუგის "Orange Colored Sky".[3][4][5] მან ასევე ცოცხლად შეასრულა სიმღერა "The Lady Is a Tramp" ლეგენდარულ მომღერალ ტონი ბენეტისთან ერთად.[6] ამერიკელ შეფ-მზარეულ არტ სმიტისთან ერთად გაგამ მოამზადა მადლიერების დღის კერძები მათ შორის შემწვარი ინდაური.[7] შოუს დასასრულს გაგამ ფართო მაყურებელს წარუდგინა თავისი სიმღერის "Marry the Night"-ის მუსიკალური ვიდეოს პატარა ნაწვეტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დაჯილდოება კატეგორია ნომინირებული ნამუშევარი შედეგი
2012 Dorian Awards წლის საუკეთესო სატელევიზიო მუსიკალური პროგრამა A Very Gaga Thanksgiving[8] მოსალოდნელია

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 22 ნოემბერს გაგამ გამოუშვა ცოცხალი EP ალბომი, სადაც შესულია ოთხი სიმღერის აუდიო ვერსია რომლებიც გაგამ შეასრულა ცოცხლად მადლიერების დღის სპეციალურ შოუში A Very Gaga Thanksgiving. ეს სიმღერებია: "White Christmas", "Orange Colored Sky", "Yoü and I", და "The Edge of Glory". ალბომი გამოვიდა ჩიფრული ფორმტით iTunes Store-ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალბომმა დაიკავა 56-ე ადგილი ბილბორდ 200-ში და მეცხრე ადგილი ბილბორდის საშობაო ალბომების ჩარტში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hughes, Sarah Anne (2011-11-04). „Lady Gaga will celebrate Thanksgiving on ABC special“. Washington Post. Katharine Weymouth. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  2. Bennett, Sarah. (2011-11-03) 'A Very Gaga Thanksgiving' Is Very Real. New York. New York Media. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  3. Parsley, Aaron. (November 3, 2011) Why Lady Gaga and Katie Couric will spend Thanksgiving together. People. Time Inc.. ციტირების თარიღი: November 25, 2011.
  4. Stebner, Beth. (2011-11-04) Lady Gaga to Host Thanksgiving Special. WNBC. NBC. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  5. Gayles, Contessa. (2011-11-22) A Very Gaga Holiday: Lady Gaga Covers 'White Christmas' for TV Special. AOL Music. AOL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  6. Kaufman, Gil. (2011-11-04) Lady Gaga To Host Thanksgiving Special. MTV News. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
  7. O'Connell, Michael. (2011-11-21) Lady Gaga's Thanksgiving Special Includes Tony Bennett, Turkey Carving (Video). The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  8. Kimberly Potts. (11 January 2012) Muppets, Bieber, "Skin" among Dorian award nominees. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 12 January 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]