The Man-Machine

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Man-Machine
სტუდიური ალბომი - კრაფტვერკი
გამოცემის თარიღი მაისი, 1978
ჩაწერის თარიღი 1977-1978
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
სინთპოპი
ხანგრძლივობა 36:18
ლეიბლი Kling Klang
EMI
Capitol
პროდიუსერი რალფ ჰუტერი, ფლორიან შნაიდერი
კრაფტვერკი - ქრონოლოგია
Trans-Europe Express
(1977)
The Man-Machine
(1978)
Computer World
(1981)
სინგლები ალბომიდან The Man-Machine
  1. Das Model/Neonlicht
    გამოვიდა: 1978, Kling Klang 006-45109 (გერ)
  2. Die Roboter/Spacelab
    გამოვიდა: 1978, Kling Klang 1C-006-32 941 (გერ)
  3. The Robots/Spacelab
    გამოვიდა: 1978, Capitol CL 15981 (ბრიტანეთი)
  4. The Model/Computer Love
    გამოვიდა: ნოემბერი 1981, EMI5207 (ბრიტანეთი)
2009 წლის გამოცემის ყდა
2009 წლის გამოცემის ყდა
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Drowned in Sound 10/10 stars[2]
Mojo 5/5 stars[3]
Q 4/5 stars[4]
რობერტ კრისტგოუ (B+)[5]
Uncut 4/5 stars[6]

The Man-Machine (ქართ. ადამიანი-მანქანა, ასევე ცნობილი გერმანული სათაურით Die Mensch-Maschine) — ჯგუფ კრაფტვერკის 1978 წლის სტუდიური ალბომი. იგი ასევე გამოიცა გერმანულ ენაზე, სახელწოდებით Die Mensch-Maschine. ამ ალბომის სინგლი The Model იქცა ბრიტანეთის ჩარტების ჰიტად და მოექცა მის სათავეში.

ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც ასევე მუშაობდა კარლ ბარტოსი. ემილ შულტს ეკუთვნის სიმღერის The Model ტექსტი.

მუსიკალურად ეს ალბომი ახლოს არის დისკთან Trans-Europe Express. ჩაწერა განხორციელდა კრაფტვერკის საკუთარ სტუდიაში Kling Klang, მაგრამ დასრულებული იქნა ახლომდებარე სტუდიაში ”რუდასი”, სადაც მათთან ერთად ხმის საბოლოო მიქსზე მუშაობდა დეტროიტელი ხმის ინჟინერი ლეანარად ჯექსონი (კომპანია Whitfield Records).

ჟურნალმა Q ეს დისკი დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომს შორის, ხოლო Pitchfork Media-მ - 1970-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომს შორის.

დავა[რედაქტირება]

ამ ალბომით, განსაკუთრებით მისი ვიზუალური გაფორმებით, რომელიც კარლ კლეფიშს ეკუთვნის (ფოტოგრაფია - გუნტერ ფროლინგი)კრაფტვერკმა კრიტიკოსების წუწუნი გამოიწვია. გაუგებარი მიზეზების გამო იგი დაადანაშაულეს ფაშიზმისა თუ ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდაში. განსაკუთრებით ამას იწვევდა წითელი ფერის და რუსულენოვანი ფრაზების გამოყენება. გარეკანის დიზაინი ეფუძნება ელ ლისიცკის ნამუშევრებს, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ გვაფრთხილებს მომავლის სამყაროს ცივ ატმოსფეროზე. თუმცა, თავის დროზე კრიტიკამ ეს არ შეამჩნია და ცივი ომის პერიოდში ევროპაში უცნაურად მიიღეს მთლიანად ალბომი.

გარეკანზე გამოტანილია რუსულენოვანი ფრაზა ალბომიდან - Я ТВОЙ СЛУГА, Я ТВОЙ РАБОТНИК (მე ვარ შენი მსახური, მე ვარ შენი მუშა).

ყდამ მაინც იქონია გავლენა თაობებზე. მუსიკალურმა პროდიუსერმა რიჩარდ ექსმა იგივე სტილი გამოიყენა ალბომის ”Girls on Top” გაფორმებაში, შეცვალა რა კრაფტვერკის წევრების სახეები უიტნი ჰიუსტონის სახით.

სიმღერების სია[რედაქტირება]

საერთაშორისო ვერსია[რედაქტირება]

  1. The Robots (რალფ ჰუტერი, ფლორიან შნაიდერი, კარლ ბარტოსი) – 6:11
  2. Spacelab (რალფ ჰუტერი, კარლ ბარტოსი) – 5:51
  3. Metropolis (რალფ ჰუტერი, ფლორიან შნაიდერი, კარლ ბარტოსი) – 5:59
  4. The Model (რალფ ჰუტერი, ემილ შულტი, კარლ ბარტოსი) – 3:38
  5. Neon Lights (რალფ ჰუტერი, ფლორიან შნაიდერი, კარლ ბარტოსი) – 9:03
  6. The Man-Machine (რალფ ჰუტერი, ფლორიან შნაიდერი, კარლ ბარტოსი) – 5:28

გერმანული ვერსია[რედაქტირება]

  1. Die Roboter – 6:11
  2. Spacelab – 5:51
  3. Metropolis – 5:59
  4. Das Modell – 3:38
  5. Neonlicht – 9:03
  6. Die Mensch-Maschine – 5:28

ტექნიკა[რედაქტირება]

  • 2 სინთორამა, ანალოგური სეკვენსერები
  • Farfisa (ელექტრონული პიანინო)
  • დრამ-პედები
  • მინიმუგი
  • მიკრომუგი
  • პოლიმუგი
  • Korg PS-3100
  • ARP Odyssey
  • Vako Orchestron

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. Drowned in Sound review
  3. Snow, Mat (November 2009). „Gut Vibrations“. Mojo (192): გვ. 110. ISSN 1351-0193. 
  4. Q review
  5. Robert Christgau review
  6. Cavanagh, David. Uncut Reviews: Kraftwerk - Reissues. Uncut. წაკითხვის თარიღი: October 22, 2009.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Man-Machine&oldid=2700963“-დან