Kraftwerk (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kraftwerk
სტუდიური ალბომი - კრაფტვერკი
გამოცემის თარიღი 1970
(გერმანია)
მოგვიანებით გამოიცა სხვა ქვეყნებში
ჩაწერის თარიღი ივლისი - სექტემბერი, 1970
ჟანრი კრაუტროკი
ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 39:39
ლეიბლი Philips
პროდიუსერი კონი პლანკი, კრაფტვერკი
კრაფტვერკი - ქრონოლოგია
Tone Float
(1970)
Kraftwerk
(1970)
Kraftwerk 2
(1972)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

Kraftwerk — ჯგუფ კრაფტვერკის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა გერმანიაში, 1970 წელს და ჩაიწერა პროდიუსერ კონი პლანკის დახმარებით.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომზე მუშაობისას ჯგუფმა იმუშავა ორ დრამერთან - ანდრეას ჰოფმანთან და კლაუს დინგერთან. მათი დაკვრის სტილის გამო ალბომს ოდნავ დაჰკრავს მძიმე როკის ჟღერადობა. ეს დისკს საკმაოდ განასხვავებს შნაიდერის წინა კოლექტივისგან Organisation, ან შემდეგი ორი ალბომისგან, Kraftwerk 2 და Ralf und Florian, რომლებიც ჩაიწერა ჰუტერისა და შნაიდერის დუეტის მიერ. მოგვიანებით დინგერმა აღნიშნა, რომ იგი უკრავს ფირფიტის მეორე მხარეს, ხოლო ჰოფმანი - პირველ მხარეს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებული იყო, სანამ დინგერი მოვიდოდა სტუდიაში.

ინსტრუმენტული ფრაგმენტებიდან აღსანიშნავია ჰუტერის სოლო პარტიები ჰემონდის ორგანსა და ელექტრონულ ბასზე სახელწოდებით 'ტუბონი'. პარალელურად შნაიდერი უკრავს ელექტრობულ ფლეიტაზე (Ruckzuck), ელექტრონულ ვიოლინოსა და გიტარაზე.

ალბომზე არ არის ვოკალური პარტიები და მხოლოდ სიმღერების Ruckzuck და Stratovarius ფრაგმენტები არიან ახლოს სტრუქტურულ როკ სიმღერასთან. Ruckzuck ჩაწერილი იქნა სატელევიზიო გადაცემისათვის ჯგუფის Organisation მიერ. ეს არის შავ-თეთრი ფირი ჰუტერის, შნაიდერისა და დინგერის მონაწილეობით.

გარეკანის დიზაინი, რომელიც ჰუტერს ეკუთვნის, არის ენდი უორჰოლის გავლენის მატარებელი. მასზე გამოსახულია საგზაო კონუსი, რომელიც უორჰოლის სტილშია დახატული. გარეკანის შიდა ნაწილზე გამოტანილია ელექტროსადგურის სურათი, რომელიც გადაიღეს დუსელდორფერლმა მხატვრებმა ბერნდმა და ჰილა ბეხერმა, რომლებიც უფრო ცნობილები არიან ფოტოგრაფიული ნამუშევრებით 'ტიპოლოგიები', სერიით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ინდუსტრიული ქალაქის ელემენტები და ეძღვნება საზოგადოებას, რომელმაც იგი ააშენა.

გიტარის მიხაელ როტერი შეუერთდა ჯგუფს ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ. იმავე პერიოდში ჰუტერმა დროებით დატოვა კოლექტივი (1971). სამი ადამიანისგან შემდგარი კრაფტვერკი გამოვიდა ტელეეთერით გადაცემაში Beat-Club. ამის შემდეგ დინგერმა და როტერმა შექმნეს ცალკეული პროექტი, ჯგუფი Neu!, ჰუტერი კი შეუერთდა შნაიდერს. საგულისხმოა, რომ ორივე ჯგუფს როგორც პროდიუსერი კურირებდა კონი პლანკი.

ალბომის არც ერთი სიმღერა არ შესრულებულა ცოცხლად ტურის Autobahn (1975) შემდეგ. დღემდე ალბომი ოფიციალურად არ გამოცემულა კომპაქტ დისკის სახით, მით უმეტეს, რომ კრაფტვერკი მას ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, ალბომის მეკობრული ასლები ვრცელდებოდა 1990იანი წლებიდან, ლეიბლების Germanofon და Crown მიერ.

Ruckzuck გამოიყენებოდა შოუში ნიუტონის ვაშლი (მინეაპოლისი), ჯგუფთან შეუთანხმებლად. მოგვიანებით უცნობმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაცემისათვის დაწერა მისი საკუთარი ვერსია.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Ruckzuck – 7:47
  2. Stratovarius – 12:10

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Megaherz – 9:30
  2. Vom Himmel Hoch – 10:12

პერსონალი[რედაქტირება]

გამოცემები[რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
გერმანია ნოემბერი, 1970 Philips გრამფირფიტა 6305 058 გასაშლელი ყდა
საფრანგეთი 1973 Philips გრამფირფიტა 9118 002 კონვერტი
ბრიტანეთი მარტი, 1973 Vertigo გრამფირფიტა 6441 077 ჯგუფის პირველი ორი გერმანული ალბომი ერთი გამოცემის სახით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Raggett, Ned. (2011 [last update])Kraftwerk 1 - Kraftwerk | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.