Talk (Yes-ის ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Talk
სტუდიური ალბომი - Yes
გამოცემის თარიღი 21 მარტი 1994
ჩაწერის თარიღი 1993, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 55:02
ლეიბლი Victory
პროდიუსერი ტრევორ რებინი
Yes - ქრონოლოგია
Yesstory
(1992)
Talk
(1994)
Keys to Ascension
(1996)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars [1]
Rolling Stone 2/5 stars [2]

Talk — ჯგუფ Yes-ის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 21 მარტს. დისკი გამოსცა ლეიბლმა Victory. ალბომი აღსანიშნავია იმით, რომ მასზე უკანასკნელად ჯგუფის ისტორიაში მუშაობდნენ ტრევორ რებინი და ტონი კეი.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომის Union მხარდასაჭერი ტურნეს შემდეგ ჯგუფის რვაკაციანი შემადგენლობა დატოვა სამმა მუსიკოსმა. ესენი იყვნენ სტივ ჰაუ, რიკ უეიკმენი და ბილ ბრუფორდი. უეიკმენი აპირებდა კოლექტივში დარჩენას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტთან კონფლიქტებმა ამაში ხელი შეუშალა. დარჩნენ: ჯონ ანდერსონი, კრის სკუაირი, ტრევორ რებინი, ტონი კეი და ალან უაიტი.

რებინი ხელმძღვანელობდა ახალ შემადგენლობას და ეცადა 1990-იან წლებში ჯგუფში გიტარაზე ორიენტირებული ჟღერადობა შეექმნა. ამისათვის იგი ცდილობდა, ეკონტროლებინა ყველა სიმღერის შექმნის პროცესი. მან კრის სკუაირის ბას-გიტარის პარტიებსაც საკუთარი ჩანაწერებიც დაამატა (ამან სკუაირი ოდნავ გააღიზიანა).

როჯერ ჰოჯსონი (ჯგუფი Supertramp) არის სიმღერის „Walls“, ანდერსონთან და რებინთან ერთად თანაავტორი. სიმღერის დემო ვერსია ჩაიწერა 1990 წელს და შეტანილი იქნა ტრევორ რებინის დემოების კრებულში 90124.

1993 წლის ინტერვიუში უაიტმა ახსენა სიმღერა „Scarlet From The Tide“. უცნობია, არის თუ არა ამ სიმღერის რომელიმე სეგმენტი ალბომის რომელიმე სიმღერის ნაწილი.

ალბომის ყდა, განსხვავებით ჯგუფის სხვა ალბომების გაფორმებისგან, ამჯერად პიტერ მაქსის მიერ დამზადდა. ალან უაიტმა 1993 წლის ინტერვიუში ხუმრობით აღნიშნა, რომ ალბომს სათაურად მოერგებოდა „დაღრღნილი ციფრები“. ხოლო სამუშაო სათაური სინამდვილეში იყო History of the Future (მომავლის ისტორია).

ალბომის გამოცემის შემდეგ ტურნეს მსვლელობისას ჯგუფთან ერთად მუშაობდა გიტარისტი ბილი შერვუდი. ტრევორ რებინმა და ტონი კეიმ Yes დატოვეს 1995 წელს, ანდერსონთან, სკუაირთან და უაიტთან 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ. შერვუდი 1997 წელს ჯგუფის ოფიციალურ წევრად იქცა, მას შემდეგ, რაც უეიკმენი, ხანმოკლე პერიოდით დაბრუნების შემდეგ, კვლავ წავიდა Yes-იდან.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ჯონ ანდერსონი და ტრევორ რებინი, გარდა მითითებულისა.

ორიგინალური გამოცემა[რედაქტირება]

  1. The Calling (ანდერსონი/რებინი/სკუაირი) – 6:56
  2. I Am Waiting – 7:25
  3. Real Love (რებინი/სკუაირი/ანდერსონი) – 8:49
  4. State of Play – 5:00
  5. Walls (ანდერსონი/რებინი/ჰოჯსონი) – 4:57
  6. Where Will You Be – 6:09
  7. Endless Dream: a. Silent Spring (ინსტრუმენტული) - 1:55
  8. Endless Dream: b. Talk - 11:55
  9. Endless Dream: c. Endless Dream - 1:53

2002 წლის გამოცემა[რედაქტირება]

  1. The Calling - 6:56
  2. I Am Waiting - 7:25
  3. Real Love - 8:49
  4. State of Play - 5:00
  5. Walls - 4:57
  6. Where Will You Be - 6:09
  7. Endless Dream - 15:44
    1. Silent Spring
    2. Talk
    3. Endless Dream
  8. The Calling (სპეციალური ვერსია) - 8:08 (დამატება)

პერსონალი[რედაქტირება]

  • ჯონ ანდერსონი - წამყვანი ვოკალი, დამატებითი ვოკალი
  • ტრევორ რებინი - ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, პროგრამირება, წამყვანი ვოკალები, დამატებითი ვოკალები
  • ტონი კეი - ორგანი Hammond
  • კრის სკუაირი - ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ალან უაიტი - დასარტყმელი საკრავები
  • ტრევორ რებინი - პროდიუსერი, ხმის მიქსის ინჟინერი
  • მაიკლ ჯეი - ხმის ინჟინერი
  • სტივენ მარკუსენი - მასტერინგი

შეფასება[რედაქტირება]

ალბომს ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები. ეს იყო Yes-ის პირველი პროექტი, რომელმაც ოქროს სტატუსიც კი არ მიიღო.

ბრიტანეთის ჩარტში ალბომი მოხვდა #20, ხოლო აშშ-ში - #33 პოზიციაზე. შტატებში იგი ჩარტში 8 კვირის განმავლობში იმყოფებოდა.

Yes Active[რედაქტირება]

1994 წლის ბოლოს გამოვიდა ინტერაქტიული დისკი Yes Active. მასში შეტანილია:

მულტიმედია
  1. State of Play
  2. Where Will You Be
მუსიკა
  1. The Calling
  2. I am Waiting
  3. Real Love
  4. State of Play
  5. Walls
  6. Where Will You Be
  7. Endless Dream
დამატებები
  1. Walls (ინსტრუმენტული)
  2. Where Will You Be (ინსტრუმენტული)
  3. State Of Play (დემო)
  4. Endless Dream (დემო)
  5. Silent Spring (კომპოზიციიდან Endless Dream)
  6. Talk (კომპოზიციიდან Endless Dream)
ვიდეო
  1. I Am Waiting
  2. Walls

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]