Close to the Edge

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Close to the Edge
ალბომის Close to the Edge ყდა
Close to the Edge
გამოცემის თარიღი 13 სექტემბერი 1972
ჩაწერის თარიღი აპრილი-ივნისი, 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 37:51
ლეიბლი Atlantic Records
პროდიუსერი Yes, ედი ოფორდი
ქრონოლოგია: Yes
Fragile
(1971)
Close to the Edge
(1972)
Yessongs
(1973)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars[1]
Pitchfork (9.0/10)[2]
რობერტ კრისტგოუ C+[3]
Rolling Stone (სასურველი)[4]

Close to the Edge — ჯგუფ Yes-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1972 წელს.

სექციების სია

ისტორია [რედაქტირება]

ამ ალბომით ჯგუფი შეეცადა ეპიკური პიესების შექმნას, შედეგად დისკი შედგენილი იქნა სამი ხანგრძლივი კომპოზიციისგან. ცენტრალური ნომერია თავად სასათაურო კომპოზიცია. უფრო გვიან გამოცემულ დისკებზე ასევე იქნა გამოყენებული მსგავსი მიდგომა.

სამივე კომპოზიციის ჟღერადობაში შეიმჩნევა ალბომის Tales from Topographic Oceans მსგავსი ელემენტები, განსაკუთრებით - ხმოვანი ეფექტების სახით.

1972 წლის ივნისში ბილ ბრუფორდმა მოულოდნელად დატოვა ჯგუფი, ალბომის ჩაწერის შემდეგ. იგი გადავიდა კინგ კრიმსონის შემადგენლობაში, ხოლო Yes-ს შეუერთდა ჯგუფის Plastic Ono Band ყოფილი წევრი, ალან უაიტი.

ალბომის ყდის ავტორია როჯერ დინი.

2003 წლის 26 აგვისტოს გამოიცა ალბომის რემასტერინგი. მასში დამატებული იქნა კომპოზიციები „America“ და „Total Mass Retain“ და კომპოზიციების „And You and I“ / „Siberian Khatru“ პირველი ვერსიები.

1972 წელს ალბომმა ბრიტანეთში დაიკავა ჩარტის #4, ხოლო აშშ-ში - #3 ადგილი. მთლიანობაში ჩარტში მან 32 კვირა გაატარა. ნიდერლანდებში მისი წარმატება ყველაზე დიდი იყო - #1 ადგილი ჰოლანდიურ ჩარტში.

სიმღერების სია [რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Close to the Edge
  • I. The Solid Time of Change
  • II. Total Mass Retain
  • III. I Get Up, I Get Down
  • IV. Seasons of Man  
ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ 18:43
2. And You and I
  • I. Cord of Life
  • II. Eclipse
  • III. The Preacher the Teacher
  • IV. Apocalypse  
ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ, ბილ ბრუფორდი, კრის სკუაირი 10:08
3. Siberian Khatru   ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ, რიკ უეიკმენი 8:55
დამატებითი სიმღერები (2003 წლის გამოცემა)
# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
4. America (სინგლის ვერსია) პოლ საიმონი 4:12
5. Total Mass Retain (სინგლის ვერსია) ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ 3:21
6. And You and I (ალტერნატიული ვერსია) ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ, ბილ ბრუფორდი, კრის სკუაირი 10:17
7. Siberia (Siberian Khatru-ს სტუდიური დუბლი) ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ, რიკ უეიკმენი 9:19

პერსონალი [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Thompson, Dave. Close to the Edge საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2004-03-18(2004-03-18)
  2. Dahlen, Chris (8 February 2004). Yes The Yes Album / Fragile / Close to the Edge / Tales from Topographic Oceans / Relayer / Going for the One / Tormato / Drama / 90125 > Album Reviews. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 2005-04-05(2005-04-05).
  3. Christgau, Robert. Yes > Consumer Guide Reviews. Robert Christgau. წაკითხვის თარიღი: 2006-05-19(2006-05-19).
  4. Cromelin, Richard. “Yes Close to the Edge > Album Review“, 9 November 1972. წაკითხვის თარიღი: 2005-03-04(2005-03-04). დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-12-14(2006-12-14)-ში. 


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Close_to_the_Edge&oldid=2381128-დან“