Roundabout (Yes-ის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Roundabout“
სინგლი  - Yes
ალბომიდან FragileFragile
B-მხარე Long Distance Runaround
გამოსვლის თარიღი 4 იანვარი 1972[1]
ფორმატი 7"
ჩაიწერა 1971
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:29 (სრული ვერსია)
4:54 (TM Gold Disc ვერსია)
3:27 (სინგლის ვერსია)
8:33 (ერთ-ერთი თავდაპირველი მიქსი)
ლეიბლი Atlantic
სიმღერის ავტორი ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ
პროდიუსერი Yes, ედი ოფორდი
Yes - სინგლების ქრონოლოგია
I've Seen All Good People: Your Move
(1971)
Roundabout
(1972)
America
(1972)

Roundaboutპროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის პირველი სიმღერა 1971 წლის ალბომიდან Fragile და სინგლი ამავე ალბომიდან. სიმღერის ავტორები არიან ვოკალისტი ჯონ ანდერსონი და გიტარისტი სტივ ჰაუ. სინგლი გამოიცა 1972 წლის იანვარში, სიმღერის შემოკლებული ვერსიით და b-გვერდით Long Distance Runaround. Roundabout იქცა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციად. მისი ცოცხალი ვერსიები შეტანილია ალბომებში Yessongs (1973), Classic Yes (1981), Keys to Ascension (1996), House of Yes: Live from House of Blues (2000), და Live at Montreux 2003 (2007). Yessongs-ში შეტანილი ვერსია 1974 წელს სინგლის სახით გამოვიდა. აკუსტიკური ვერსია გამოვიდა 2003 წელს, DVD-ზე The Ultimate Yes: 35th Anniversary Collection.

ბილბორდის ჩარტში სიმღერა #13 ადგილზე მოხვდა. იგი არის Yes-ის ისტორიაში რიგით მეორე ჩარტში ყველაზე წარმატებულ სიმღერებს შორის, 1983 წლის #1 ჰიტის Owner of a Lonely Heart შემდეგ. სინგლის ვერსია ამერიკულ რადიოეთერში გადასაცემად 3:27 წუთის ხანგრძლივობამდე იქნა დაყვანილი, თუმცა სადგურების ნაწილი მის სრულ ვერსიასაც გადასცემდა. ჰოლანდიურ ჩარტში Roundabout #23 ადგილზე მოხვდა.

ანდერსონის თქმით, ტექსტი შეიქმნა მაშინ, როდესაც ჯგუფი შოტლანდიიდან ჩრდილოეთ ინგლისში მიემგზავრებოდა და გზებზე უამრავი მოსახვევი შეხვდა, მთებისა და ტბების ხედებით.

ფილმის „როკის სკოლა“ DVD გამოცემაში (2003) შეტანილ ინტერვიუში მსახიობი ჯეკ ბლეკი აცხადებს, რომ ამ კომპოზიციაში გაჟღერებული სოლო კლავიშებიან ინსტრუმენტებზე მისი საყვარელია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Yes Discography. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი 2009 (2009-12-20).