Songs from the Mirror (1993) — მუსიკოს და ვოკალისტ ფიშის მესამე სოლო-ალბომი. მასში შეტანილია ფიშის საყვარელი სიმღერების საკუთარი ვერსიები. მეორე მხრივ, ეს არ არის უბრალოდ საყვარელი სიმღერების კომპილაციური ალბომი, დისკი კარგად გვიჩვენებს, თუ რომელმა მუსიკოსებმა იქონიეს უდიდესი გავლენა ფიშზე. მათ შორის არიან პინკ ფლოიდი, ჯენესისი, დევიდ ბოუი, მუდი ბლუზი და სხვები. ალბომის სათაური გადმოსცემს მოგონებებს იმ პერიოდზე, როდესაც ფიში ცდილობდა თავისი მუსიკალური კერპები განესახიერებინა სარკის წინ. თავდაპირველად ასეთი ალბომის ჩაწერა ფიშს ჯერ კიდევ Marillion-ში ყოფნის დროს სურდა, მაგრამ ჯგუფმა უარი თქვა ამ იდეაზე.
თავდაპირველად ლეიბლმა Polydor არ მოიწონა გარეკანის იდეა, მაგრამ იძულებული გახდა, დათანხმებოდა მუსიკოსს, რადგან მან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. თუმცა, 2008 წლისათვის Songs from the Mirror ჯერ კიდევ იყო ფიშის უკანასკნელი ალბომი, გამოცემული ასეთ მსხვილ ლეიბლზე.
საკონცერტო ტურნე, რომელიც ალბომის გამოცემას მოჰყვა, უფრო ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე წინა ტურნე, ჩატარებული ალბომის Internal Exile მხარდასაჭერად. საკონცერტო გამოსვლები ჩაიწერა დისკისათვის Sushi (1994).
1998 წელს ფიშმა კონტრაქტი დადო ლეიბლთან Roadrunner Records. Songs from the Mirror გამოიცა ამ ლეიბლზე განახლებული სახით. „Jeepster“ ამოღებული იქნა სიიდან და ალბომს დაემატა „The Seeker“ (The Who) და „Time and A Word“ Yes.