13th Star

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
13th Star
სტუდიური ალბომი - ფიში
გამოცემის თარიღი 6 სექტემბერი, 2007
ჟანრი პროგრესული როკი
ლეიბლი Chocolate Frog Records
პროდიუსერი კელუმ მალკოლმი
ფიში - ქრონოლოგია
Bouillabaisse
(2005)
13th Star
(2008)
A Feast of Consequences
(2013)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
Scotland on Sunday 4/5 stars[2]
DPRP 8/10 & 9/10[3]

13th Star (2007) — მუსიკოს და ვოკალისტ ფიშის სოლო-ალბომი. იგი გამოიცა შეზღუდული რაოდენობით, 2007 წლის სექტემბერს (საფოსტო დაგზავნის წესით გაყიდვისათვის) და 2008 წლის თებერვალში (ფართო გაყიდვა).

სტივ ვენტსისი, რომელიც ფიშთან მუშაობდა 1997 წლის ტურნედან Sunsets on Empire მოყოლებული, ამ ალბომზე ასევე იყო მთავარი თანაავტორი. დისკზე ჟღერს უფრო მტკიცე, უხეში, ნაწილობრივ ინდასტრიალის ტიპის მელოდიები. ბევრმა მსმენელმა ჩათვალა, რომ ფიშმა უარი თქვა ძველ სტილზე, მაგრამ საგულისხმოა, რომ ასეთი ტიპის მელოდიები უკვე იყო ალბომებზე Sunsets on Empire და Raingods with Zippos.

ალბომის ტექსტები განიხილავენ ფიშის ურთიერთობას ჯგუფის Mostly Autumn ვოკალისტ ჰიზერ ფინლისთან, რომელმაც მიატოვა ფიში 2007 წელს (რითაც ჩაიშალა მათი დაგეგმილი დაქორწინება). ალბომმა სათაური შეიძინა სწორედ აქედან - ჰიზერი იყო რიგით 13-ე მნიშვნელოვანი ქალი მუსიკოსის ცხოვრებაში. მაგრამ ასევე, ეს არის ფიშის რიგით 13-ე ალბომი, თუ ჩავთვლით Marillion-ის სტუდიურ ალბომებსაც. ასევე სიმღერას Zoë 25 ეწოდებოდა მიკლგეიტი - იმ ადგილის პატივსაცემად, სადაც ფიშმა ჰიზერს დაქორწინება სთხოვა.

2008 წლის 3 მარტს სინგლით სახით გამოიცა სიმღერა Arc of the Curve. კომპაქტ დისკზე ამ სინგლით შეტანილი იქნა მხოლოდ ორი ვერსია - ალბომის და შემოკლებული ვარიანტი. ამასთან, იმავე წელს სერვისი iTunes მსმენელებს დამატებითი საკონცერტო ჩანაწერების გადმოტვირთვის საშუალებასაც აძლევდა. 2008 წლის 6 ოქტომბერს მეორე სინგლის სახით გამოვიდა Zoë 25, რომელშიც შეტანილი იყო სიმღერის როგორც საკონცერტო, ასევე სტუდიური ვერსია.

ტურნე[რედაქტირება]

დისკი ცოცხლად წარდგენილი იქნა 2007 წლის ზაფხულში დაწყებულ ტურნეზე Clutching at Stars. მთლიანობაში, ეს ტურნე მიეძღვნა ალბომის Clutching at Straws 20 წლის იუბილეს. სეტლისტში შეტანილი იყო როგორც ფიშის უკანასკნელი სტუდიური დისკის, ასევე ამ ალბომის სიმღერებიც. თუმცა, მოგვიანებით კონცერტებზე მეტი აქცენტი იქნა გადატანილი ახალ სტუდიურ მასალაზე.

2008 წლის ივნისში ფიში გაემგზავრა პირველ დიდ ჩრდილო-ამერიკულ ტურნეში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. ყოველ ქალაქში იგი აწყობდა შეხვედრებს თავის მოყვარულებთან.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Circle Line (დიკი/ვენტსისი) - 6:04
  2. Square Go (დიკი/ვენტსისი) - 5:31
  3. Miles de Besos (დიკი/პეტერსონი) - 4:22
  4. Zoë 25 (დიკი/ვენტსისი) - 5.19
  5. Arc of the Curve (დიკი/ვენტსისი) - 4:29
  6. Manchmal (დიკი/ვენტსისი) - 5:42
  7. Openwater (დიკი/აშერი) - 5:07
  8. Dark Star (დიკი/ვენტსისი) - 6:48
  9. Where in the World (დიკი/ვენტსისი) - 6:05
  10. 13th Star (დიკი/ვენტსისი) - 5:41

პერსონალი[რედაქტირება]

  • ფიში - ვოკალი
  • ფრენკ აშერი - ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები (სიმღერები 3, 4, 5, 9, 10), ლეპ სტილ გიტარა (5)
  • სტივ ვენტსისი - ბას გიტარები, ელექტრონული გიტარები (2,4,6,7 და 8), აკუსტიკური გიტარები (1,4 და 10), კლავიშები (1,2,4,6,8,9 და 10), კლავინეტი (2), პროგრამირება
  • კრის ჯონსონი - ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური გიტარები (4,5 და 9)
  • ფოს პეტერსონი - ფორტეპიანო (1,3,4 და 5), კლავიშები (1,2,3,4,6,7,8 და 9), ორგანი (1,2,3,4,6,7,8,9 და 10), სიმებიანი ინსტრუმენტები (1,2,3,4,5,8,9 და 10), მუსიკალური ყუთი (4), აკორდეონი, სემპლები (10)
  • გევინ გრიფიტსი - დასარტყამები
  • დეივ ჰესუელი - პერკუსია (1,3,4,5 და 10)
  • ლორნა ბენონი - ბექ-ვოკალი (3,4,5,6,9 და 10)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 13th Star > Overview. www.allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 4 October 2009.
  2. Fish - 13th Star - Scotland on Sunday. scotlandonsunday.scotsman.com. წაკითხვის თარიღი: 4 October 2009.
  3. DPRP Reviews - 2005 - Volume 4. www.dprp.net. დაარქივებულია ორიგინალიდან 7 October 2009-ში. წაკითხვის თარიღი: 4 October 2009.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=13th_Star&oldid=2695154“-დან