Sniper: Ghost Warrior

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sniper: Ghost Warrior
81 კბ
Sniper: Ghost Warrior-ის EU ვერსიის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი City Interactive
გამომცემელი City Interactive
სერია Sniper: Ghost Warrior
ძრავა Chrome Engine 4
პლატფორმ(ებ)ი Windows, Xbox 360, PlayStation 3, iOS, Android
გამოსვლის თარიღი 2010 წელი
ჟანრ(ებ)ი ტაქტიკური შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში, მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში
რეჟისორ(ებ)ი მიხალ სოკოლსკი
სცენარისტი ბრაიან შილდსი
კომპოზიტორი მაქს ლეიდი, მატიას პუუმალა, გერჰარდ დაუმი
მოთხოვნილებები

მინიმალური:

Windows XP SP3 / Vista SP1 / 7 / 8 / 8.1 / 10 / 11, Intel Pentium 4 3,2 Ghz ან AMD Athlon 64 3500+ პროცესორი, 2GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, 256 მეგაბაიტის მეხსიერების მქონე ვიდეობარათი, 7GB HDD-ზე.

Sniper: Ghost Warrior (ქართ. "სნაიპერი: მოჩვენება მეომარი") - ტაქტიკური შუტერის ჟანრის კომპიუტერული თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა პოლონურმა კომპანიამ City Interactive-მა PC-ზე და Xbox 360-ზე.

2011 წელს ასევე გამოვიდა თამაშის PlayStation 3 ვერსია, რომელიც შეიცავს უამრავ შესწორებას და დამატებას.

თამაშის მთავარი გმირი ელიტური ამერიკელი სნაიპერია, რომელიც მოწინააღმდეგის ზურგში იმყოფება და დაკისრებულ მისიებს ასრულებს. ის ამბოხებულებს სამხედროებთან ბრძოლაში ეხმარება, რომლებმაც მოგონილ ქვეყანაში ლეგიტიმური მთავრობის ლიკვიდაციის შემდეგ ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში.

თამაშის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sniper: Ghost Warrior ოფიციალურად 2010 წლის მარტში დააანონსდა. მომავალი თამაშის განსაკუთრებულობებს შორის გამოარჩევდნენ რეალისტურ ბალისტიკას, რომელიც ქარის და გრავიტაციის ძალებს ითვალისწინებს, არახაზოვან თამაშის სტილს და მისიების მრავალფეროვნებას.

2010 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა თამაშის სადებიუტო თრეილერი, რომელშიც ნაჩვენები იყო პროექტის გრაფიკა და გეიმპლეის ელემენტები.

2010 წლის 20 მაისს დეველოპერებმა გამოაცხადეს, რომ პროექტმა "ოქროს" სტატუსი მოიპოვა.

2010 წლის 9 ივნისს გამოვიდა შემსწავლელი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც დემონსტრირებული იყო თამაშის გეიმპლეი სხვადასხვა სირთულის რეჟიმში, ისევე როგორც პროექტის სხვა თავისებურებები. ამასთან ერთად გამოქვეყნდა თამაშის რამდენიმე სკრინშოტი, რომლებშიც ნაჩვენები იყო პროექტის სხვადასხვა ლოკაციები.

Sniper: Ghost Warrior 2010 წლის 24 ივნისს გამოვიდა.

2017 წლის მაისში შედგა Sniper: Ghost Warrior-ის Android და iOS ვერსიების რელიზი.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერჟანტი უელს ტაილერი (Razor 6-4) არის თამაშის მთავარი გმირი, ო'ნილის მეწყვილე, სნაიპერი. ის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ყველა ანტაგონისტს ანადგურებს მთელი თამაშის განმავლობაში.

ო'ნილი (Alpha 9) ტაილერის მეწყვილე, სნაიპერი. თითქმის ყველა მისიას თან ახლავს მთავარ გმირს. მისიაში "მშვენიერი დღე სნაიპერისთვის" შესაძლებელია ამ პერსონაჟით თამაში. მისიაში "სავარჯიშო მოედანი" მოთამაშეს თამაშის მართვას ასწავლის. მისია "ჩვენიანებს არ ვტოვებთ"-იდან დაწყებული "დასასრული ახლოს არის 2"-მდე ო'ნილი ტრავმის გამო საავადმყოფოშია.

კონვეი - დელტა ჯგუფის მეთაური.

რიგითი ანდერსენი (Delta 3) - პროტაგონისტი დელტა ჯგუფში. ათავისუფლებს როდრიგესს მისიაში "კავშირი როდრიგესის გადასარჩენად".

როდრიგესი - აგენტი. გმირებს ეხმარება ვასკეზის მოკვლაში, დავალების შესრულებისას მას ვასკეზი აკავებს. მისიაში "კავშირი როდრიგესის გადასარჩენად" მას დელტა ჯგუფი ათავისუფლებს. მისიაში "ცხვირწინ მოპარვა" მოღალატე ხდება და ვასკეზის სამხედროებს ტაილერის მოსაკლავად აგზავნის. პერსონაჟს ტაილერი კლავს მისიაში "ნადირობა დაიწყო".

გენერალი ვასკეზი თამაშის მთავარი ანტაგონისტი. მისიაში „ერთი გასროლა, ერთი მკვდარი“ ის როდრიგესს ესაუბრება და იმავე მისიაში მას კინაღამ ტაილერი კლავს. ბოლო მისიაში "ძებნა და განადგურება" მოკლული იქნა ტაილერის მიერ.

ელ ტეჰონი - მთავარი მეამბოხე. მან მისიაში "დასასრული ახლოსაა" ვასკეზის სამხედროების ტყვეობისგან დაიხსნა ტაილერი. მონაწილეობა მიიღო როდრიგესის პოვნაში და მოკვლაში.

ერნესტო სალაზარი - ვასკეზის მარჯვენა ხელი. მოკლული იქნა ტაილერის მიერ მისიაში "მშვენიერი დღე სნაიპერისთის".

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიტარული სპეცრაზმის ჯარისკაცები გაგზავნეს გამოგონილ კუნძულოვან ქვეყანაში სახელად ისლა ტრუენო, რომლის დემოკრატიული მთავრობა სამხედრო გადატრიალებას ემსხვერპლა. ახალმა ხელისუფლებამ კუნძულზე ურანის დიდი მარაგი აღმოაჩინა და ახლა ისინი იმუქრებიან, რომ ურანს საერთაშორისო ტერორისტებს გადასცემენ. აშშ-ის მთავრობა ამ რაიონში რამდენიმე პროფესიონალ ჯარისკაცს აგზავნის, რომლებმაც მტრის ზურგში სხვადასხვა დავალებები უნდა შეასრულონ.

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშის საბრძოლო არსენალში შედის სნაიპერული შაშხანები, ახლო მანძილიდან ბრძოლის იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ა.შ. თამაშში არსებობს ოთხი ტიპის სნაიპერული შაშხანა, ესენია: AS50, MSG90, SR-25 და SVD. დეველოპერების თქმით, ტყვიის ფრენის ტრაექტორია დამოკიდებულია ქარზე და გრავიტაციაზე.

თამაშში სულ 16 მისიაა. მისიები არახაზოვანებია, მათ შორის არის მისიები, რომლებშიც მოთამაშე ტაილერის გარდა სხვა პერსონაჟის როლს ირგებს, ან რომლებშიც მოწინააღმდეგეების გარკვეული რაოდენობა უნდა გაანადგუროს, ან სხვა ჯარისკაცებს ბრძოლაში უნდა დაეხმაროს და ა.შ.