არახაზოვანი თამაშის სტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არახაზოვან თამაშს უწოდებენ ვიდეო თამაშს, რომლის ეტაპების გასვლა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხებით. არახაზოვანისგან განსხვავებით, ბევრი ხაზოვანი თამაში მოთამაშეს იძულებულს ხდის გაყვეს მხოლოდ მოვლენების განვითარებას და მას არ ეძლევა თავისუფლება. მაგალითად, არახაზოვანი თამაშის დასრულება შესაძლებელია სხვადასხვა თანმიმდევრობით, შეგიძლიათ აირჩიოთ გამარჯვების რამდენიმე გზიდან ერთ-ერთი, შეასრულო არასავალდებულო მისიები და სხვა. ზოგიერთი თამაში მოიცავს როგორც არახაზოვანი, ასევე ხაზოვანი თამაშის ელემენტებს. ეს ჟანრი სავარაუდოდ გაჩნდა 8-ბიტიანი თამაშების ერის დროს, ისეთი თამაშებიდან, როგორებიცაა: Elite, Mercenary, Cholo და სხვები. არახაზოვანი სტილის თამაშებში შედარებით ცნობილებია: Grand Theft Auto-ის სერია, Jumpgate: The Reconstruction Initiative, inFamous, Far Cry 2, The Elder Scrolls IV: Oblivion, S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl, Assassin's Creed, Midnight Club: Los Angeles, Prototype, Fallout 3 da Need for Speed Undercover.

თამაშს, რომელიც არის შესამჩნევად არახაზოვანი სტილის, ხშირად უწოდებენ უსაზღვროსა და sandbox-ს (ქვიშის ყუთი).