Myosotis propinqua

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Myosotis propinqua
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  კესანე
სახეობა:  Myosotis propinqua
ლათინური სახელი
Myosotis propinqua
(Turcz.) Fisch. & C.A.Mey., 1839
სინონიმები

Myosotis propinqua — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30 სმ-მდე სიმაღლის, სუსტი, ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც გაფარჩხული ბეწვითაა შებუსული. ფოთლები ძალიან ნაზია, ქვედა და უნაყოფო ყლორტების ფოთლები 4–6 სმ სიგრძისაა, მოგრძო-ნიჩბისებური, ღეროსეული ფოთლები — მჯდომარე. ყვავილედი სიგრძით 10 სმ-მდეა, მრავალყვავილიანი, ნაკლებად ფარჩხატი. გვირგვინი ღია ცისფერია. ყვავის მარტ-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]

გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, ქართლსა და კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ტენიან ადგილებში, ტყეში, ტყის პირას, ბუჩქნარში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 108.