კესანე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კესანე
Myosotis sylvatica
Myosotis sylvatica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ლაშქარასებრნი
გვარი: კესანე
ლათინური სახელი
Myosotis
დაცვის სტატუსი

კესანე, ცისანა (Myosotis), ერთ-, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი — ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — დეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე (Myosotis alpestris).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 477, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე