MTV ევროპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

MTV ევროპა — ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი. მაუწყებლობა დაიწყო 1987 წლის 1 აგვისტოს. 24 საათიანი ინგლისურენოვანი არხის სამიზნო მაყურებლები 16-დან 24 წლამდე მერყეობს. MTV ევროპა გადაიცემა სატელიტის, კაბელური ტელევიზიის და სხვა სახმელეთო გადაცემის გზით. MTV პიონერი მაუწყებელი გახდა ევროპაში, როდესაც თავისი მაუწყებლობა განაახლა და ციფრულად დაკომპრესირებული გადაცემა დანერგა 1995 წელს. ამჟამად, ის ევროპაში ყველა ციფრულ პლათფორმაზე მაუწყებლობს. MTV ევროპას მთლიანად ფლობს და ხელმძღვანელობს MTV Networks Europe. მისი სათავო ოფისი მდებარეობს კამდენში, ლონდონში. 2001 წელს, მას სახელი გადაერქვა და MTV European (MTV ევროპული) დაერქვა, ეს არხი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობს: ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]