Lucky Strike

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Luckies Silver.JPG

Lucky Strike (ქართ.ლაკი სტრაიკ) — ამერიკული სიგარეტის ბრენდი, რომელიც ეკუთვნის R.J. Reynolds Tobacco Company-სა და British American Tobacco-ს. 1930-იანი წლების აშშ-ში Lucky Strike გაყიდვების მოწინავე სიგარეტი იყო.

1871 წელს, ბრენდი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა როგორც საღეჭი თამბაქო, აშშ-ის ქალაქ რიჩმონდში. 1905 წელს, ბრენდი შეიძინა „ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“.

1917 წლიდან, ლაკი სთრაიკი იყენებს სლოგანს „It's Toasted“ (შებრაწულია), რაც ხაზს უსვამს მისი დამზადების ტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს თამბაქოს გამოშრობას მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით, რაც მას უფრო სასურველ გემოს აძლევს.

ბრენდის მუქი მწვანე ფერი, 1942 წელს თეთრით შეიცვალა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სპილენძი, რომლითაც ბრენდის ლოგოს მწვანე ფერს აძლევდნენ, მეორე მსოფლიო ომისთვის გახდა საჭირო.

ამჟამად, ბრენდი ეკუთვნის სიგარეტის ბაზარზე არსებულ ისეთ გლობალურ მოთამაშეს, როგორიცაა British American Tobacco.

2009 წელს, Lucky Strike Silver-მა (ლაითი) წითელი ფერის ლოგო ლურჯით შეცვალა, რათა უფრო ადვილი გასარჩევი ყოფილიყო Lucky Strike Red-ისგან.

დღეისათვის, Lucky Strike-ის ძირითად ბაზრებს წარმოადგენს გერმანია, ესპანეთი, იაპონია, საფრანგეთი და არგენტინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lucky_Strike&oldid=2532033“-დან