ოთხმოცდაერთი — ოთხმოცდამეერთე ნატურალური რიცხვი. არის ოთხმოცის მომდევნო და ოთხმოცდაორის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 81. 81 არის კენტი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ოთხმოცდაერთი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოთხი ოცი და ერთი (იგულისხმება ოთხმოცზეერთი ერთეულით მეტი).