სამოცდაშვიდი — სამოცდამეშვიდე ნატურალური რიცხვი. არის სამოცდაექვსის მომდევნო და სამოცდარვას წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 67. 67 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „სამოცდაშვიდი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია სამი ოცი და შვიდი (იგულისხმება სამოცზეშვიდი ერთეულით მეტი).