ორმოცდათოთხმეტი — ორმოცდამეთოთხმეტე ნატურალური რიცხვი. არის ორმოცდაცამეტის მომდევნო და ორმოცდათხუთმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 54. 54 არის ლუწი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ორმოცდათოთხმეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ორი ოცი და ათ-ოთხ-მეტი (იგულისხმება ორმოცდაათზეოთხი ერთეულით მეტი).