ჯეიმზ ფრანკო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ფრანკო
James Franco 2007 Spiderman 3 premiere.jpg
ფრანკო ადამიანი-ობამა 3-ის პრემიერაზე, 2007 წლის აპრილი
დაბადების სახელი ჯეიმზ ედვარდ ფრანკო
დაბადების ადგილი პალო ალტო, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 19 აპრილი, 1978
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი
შემოქმედების წლები 1997 – დღემდე

ჯეიმზ ედვარდ ფრანკო (დ. 19 აპრილი, 1978) – ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო გვიან 90-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიმზ დინი, რითიც მან დაიმსახურა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში.

ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოზბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006). 2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში. ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ, რომელმაც ხელი მოიჭრა იმისთვის, რომ თავი კლდიდან გაეთავისუუფლებინა. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა[1] და ოქროს გლობუსის ნომინაციები.

2011 წელს ფრანკო უმასპინძლებს ოსკარის 83-ე დაჯილდოებას ენ ჰეთეუეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ის ნომინირებულია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nominations by Category - 83rd Awards. წაკითხვის თარიღი: 2011-01-25.