ჰორმონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰორმონები — ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით Giuseppe robinnberburhnsuiskgsoudshopiösas , რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.

ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.

წარმოქმნა და გავრცელება[რედაქტირება]

ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.

ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა)მათი წარმომქმნელი უჯრედების (ჯირკვლების)მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს (იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში) ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს.

რეცეპტორებთან ურთიერთქმედება[რედაქტირება]

ჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში.

  • უმეტესი ჰორმონების, მათ შორის ცილოვანი ჰორმონების რეცეპტორი მიმღები უჯრედის მემბრანაში ზის. ჰორმონთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ციტოპლაზმაში რეაქციათა ჯაჭვი გაეშვება, რომელიც ხშირად ცილების ფოსფორილირებასთან ან დეფოსფორილირებასთან, იონური არხების ცვლილებებთან, ან მეორადი საინფომაციო მოლეკულის (მაგ. ციკლური ამფ) წარმოებასთან არის დაკავშირებული.
  • მცირე ზომის ჰორმონების, მათ შორის სტეროიდული და თიროიდული ჰორმონების რეცეპტორები მიმღები უჯრედის ციტოპლაზმაში იმყოფება და მასთან ჰორმონი მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ ურთიერთქმედებს. წარმოიქმნება ჰორმონ–რეცეპტორის ლიგანდი, რომელიც გადალახავს უჯრედის ბირთვის მემბრანას, შეაღწევს ბირთვში და ურთიერთქმედებს დნმ–თან, რითაც გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას იწვევს. ამდენად ჰორმონი საბოლოო ჯამში ცილების სინთეზზე ზემოქმედებს.

ჰორმონების მოქმედება[რედაქტირება]

ჰორმონების მოქმედების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

  • ზრდის სტიმულირება ან დათრგუნვა;
  • უჯრედის კვდომის (აპოპტოზის) გამოწვევა ან შეჩერება;
  • იმუნური სისტემის გააქტიურება ან დათრგუნვა;
  • მეტაბოლიზმის რეგულირება;
  • მომზადება გარკვეული ქმედებისათვის (მაგ. ბრძოლა, გაქცევა, შეჯვარება);
  • მომზადება ცხოვრების გარკვეული ფაზისათვის (მაგ. მომწიფება, ფეხმძიმობა, მენოპაუზა);
  • რეპროდუციული ციკლის კონტროლი.

ხშირად ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების წარმოქმნას და გამოყოფას არეგულირებს.

ჰორმონების ფიზიოლოგია[რედაქტირება]

უმეტეს უჯრედებს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი მოლეკულის წარმოების უნარი, რომელიც სხვა უჯრედებს ზრდის, ფუნქციის, მეტაბოლიზმის ცვლილების სიგნალს აძლევს. ენდოკრინული ჯირკვლები კი ამ საქმიანობისათვის სპეციალიზირებული ორგანოებია. როგორც წესი, ისინი მთელი ორგანიზმის რეგულირებას ახორციელებენ, თუმცა შეიძლება უფრო ვიწრო დანიშნულებაც ჰქონდეთ.

ჰორმონების წარმოქმნის სიჩქარე ჰომეოსტაზის სისტემით კონტროლდება, როგორც წესი უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით.

ჰორმონების გამოყოფა შეიძლება გააქტიურდეს ან დაითრგუნოს შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:

  • სხვა ჰორმონებით (მასტიმულირებელი ან სეკრეციის გამომწვევი ჰორმონები);
  • იონებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაციით ციტოპლაზმაში, აგრეთვე დამჭერი გლობულინების რაოდენობით;
  • ნერვული ან მენტალური აქტივობით;
  • ცვლილებებით გარემოში, მაგ. განათების, ან ტემპერატურის ცვლილებით.

ჰორმონების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ე.წ. ტროპული ჰორმონები, რომლებიც სხვა ჯირკვლების მიერ ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ახდენს. მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელსაც ჰიპოფიზი გამოჰყოფს, ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და გააქტიურებას იწვევს , რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების სეკრეცია მატულობს.

ქიმიური კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ქიმიური აგებულების მიხედვით ხერხემლიანთა ჰორმონები სამ კლასად იყოფა:

  1. ამინო–წარმოებულები, ამინომჟავა თიროზინის ან ტრიფტოფანის წარმოებულები. მაგ.: კატეხოლამინები და თიროქსინი.
  2. პეპტიდური ჰორმონები ამინომჟავების ჯაჭვებისგან შედგება. მცირე პეპტიდური ჰორმონების მაგალითებია TRH და ვაზოპრესინი. თუ პეპტიდში ამინომჟავათა რაოდენობა ასეულები ან მეტია, ეს უკვეცილაა. ცილოვანი ჰორმონების მაგალითებია ინსულინი და ზრდის ჰორმონი. უფრო რთული სტრუქტურაა აქვთ გლიკოპროტეინებს, რომლებიც ცილის მოლეკულისა და კარბოჰიდრატის ჯაჭვის ნაერთს წარმოადგენენ. ასეთი ჰორმონების მაგალითებია მალუტეინიზებელი ჰორმონი, ფოლიკულ–მასტიმულირებები ჰორმონი და თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი
  3. ლიპიდების (მაგ. ლინოლინის ან არაქიდონის მჟავის) და ფოსფოლიპიდების წარმოებულები. ძირითადად ეს სტეროიდული ჰორმონებია, მაგ: ტესტოსტერონი და კორტიზოლი, რომელთა უმთავრეს წყაროს სასქესო ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს.

ფარმაკოლოგია[რედაქტირება]

ბევრი ჰორმონი და მათი ანალოგი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ:ესტროგენებს და პროგესტაგენებს (ჰორმონალურ კონტრაცეპციასა და ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში), თიროქსინს (ჰიპოთიროიდიზმის წინააღმდეგ) და სტეროიდებს (აუტოიმუნური დაავადებებისა და სუნთქვის მოშლილობისას). ინსულინს იყენებს დიაბეტით დაავადებულთა დიდი ნაწილი. ადრენალინი ს ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება , სტეროიდები და D ვიტამინი კი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიურ კრემებში.

ჰორმონის "ფარმაკოლოგიური დოზა" ჯანმრთელ ორგანიზმში ჰორმონის ნორმალურ რაოდენობას ბევრად აღემატება და მისი მოქმედებაც ჰორმონის ბუნებრივი მოქმედებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის მაგალითია ანთების ჩაცხრობა გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზებით.

ადამიანის ჰორმონები[რედაქტირება]

სტრუქტურა დასახელება შემოკლებით წარმომქმნელი ქსოვილი
ამინ–ტრიპტოფანი მელატონინი (N-აცეტილ-5-მეტოქსიტრიპტამინი) ეპიფიზი
ამინ–ტრიპტოფანი სეროტონინი 5-HT ცენტრალური ნერვული სისტემა, კუჭ–ნაწლავი
ამინ–ტიროზინი თიროქსინი (თიროიდული ჰორმონი) T4 ფარისებრი ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი ტრიიოდთირონინი (თიროიდული ჰორმონი) T3 ფარისებრი ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი) ეპინეფრინი (ან ადრენალინი) EPI თირკმელზედა ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი) ნორეპინეფრინი (ან ნორადრენალინი) NRE თირკმელზედა ჯირკვალი
ამინ–ტიროზინი (კატექოლამინი) დოფამინი DPM ჰიპოთალამუსი
პეპტიდი ანტიმიულერის ჰორმონი (ან მიულერის ინჰიბიტორი) AMH სათესლე ჯირკვალი
პეპტიდი ადიპონეკტინი Acrp30 ცხიმოვანი ქსოვილი
პეპტიდი ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ან კორტიკოტროპინი) ACTH ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი ანგიოტენზინოგენი და ანგიოტენზინი AGT ღვიძლი
პეპტიდი ანტიდიურეტიკული ჰორმონი (ან ვაზოპრესინი, ან არგინინ ვაზოპრესინი) ADH ჰიპოფიზის უკანა წილი
პეპტიდი ატრიალური ნატრიურეტული პეპტიდი (ან ატრიოპეპტინი) ANP გული
პეპტიდი კალციტონინი CT ფარისებრი ჯირკვალი
პეპტიდი ქოლეცისტოკინინი CCK თორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდი კორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი CRH ჰიპოთალამუსი
პეპტიდი ერითროპოიეტინი EPO თირკმელი
პეპტიდი ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი FSH ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი გასტრინი GRP კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდი გრელინი (შიმშილის ჰორმონი) კუჭი
პეპტიდი გლუკაგონი კუჭქვეშა ჯირკვალი
პეპტიდი ჰონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი (ლულიბერინი) GnRH ჰიპოთალამუსი
პეპტიდი ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი ჰორმონი (სომატოკრინინი) GHRH ჰიპოთალამუსი
პეპტიდი ადამიანის ქორიონიული ჰონადოტროპინი hCG პლაცენტა
პეპტიდი ადამიანის პლაცენტარული ლაქტოგენი HPL პლაცენტა
პეპტიდი ზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი) GH or hGH ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი ინჰიბინი სათესლე ჯირკვალი
პეპტიდი ინსულინი INS კუჭქვეშა ჯირკვალი
პეპტიდი ინსულინის მსგავსი ზრდის ჰორმონი (ან სომატომედინი) IGF ღვიძლი
პეპტიდი ლეპტინი LEP ცხიმოვანი ქსოვილი
პეპტიდი მალუტეინიზირებელი ჰორმონი LH ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი მელანოციტების მასტიმულირებელი ჰორმონი MSH ან α-MSH ჰიპოფიზის წინა და შუა წილი
პეპტიდი ოქსიტოცინი ჰიპოფიზის უკანა წილი
პეპტიდი პარათიროიდული ჰორმონი PTH პარათიროიდული ჯირკვალი
პეპტიდი პროლაქტინი PRL ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი რელაქსინი RLN სხვადასხვა
პეპტიდი სეკრეტინი SCT თორმეტგოჯა ნაწლავი
პეპტიდი სომატოსტატინი SRIF ჰიპოთალამუსი
პეპტიდი ტრომბოპოიეტინი ღვიძლი, თირკმელი
პეპტიდი თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი TSH ჰიპოფიზის წინა წილი
პეპტიდი თიროტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი TRH ჰიპოთალამუსი
გლუკოკორტიკოიდი კორტიზოლი თირკმელზედა ჯირკვალი
მინერალოკორტიკოიდი ალდოსტერონი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი) ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვალი
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი) დეჰიდროეპიანდროსტერონი DHEA სხვადასხვა
სასქესო სტეროიდი(ანდროგენი) ანდროსტენედიოლი თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები
სასქესო სტეროიდი (ანდროგენი) დიჰიდროტესტოსტერონი DHT სხვადასხვა
სასქესო სტეროიდი (ესტროგენი) ესტრადიოლი E2 ყვითელი სხეული
სასქესო სტეროიდი (ესტროგენი) ესტრონი ყვითელი სხეული
სასქესო სტეროიდი (ესტრიოლი) ესტრადიოლი პლაცენტა
სასქესო სტეროიდი (პროგესტაგენი) პროგესტერონი ყვითელი სხეული, თირკმელზედა ჯირკვალი, პლაცენტა
სტეროლი კალციტრიოლი (ვიტამინი D3) კანი/თირკმელი
ეიკოზანოიდი პროსტაგლანდინი სათესლე სითხე
ეიკოზანოიდი ლაიკოტრიენი სისხლის თეთრი უჯრედები
ეიკოზანოიდი პროსტაციკლინი ენდოთელიუმი
ეიკოზანოიდი თრომბოქსანი თრომბოციტები