უჯრედის ბირთვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბირთვი.

ბირთვიეუკარიოტული უჯრედის ძირითადი კომპონენტი. გამონაკლისი მხოლოდ მცენარეთა საცრისებრი მილების უჯრედები და ძუძუმწოვარი ცხოველების სისხლის ზრდასრული წითელი უჯრედები ანუ ერითროციტებია.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უჯრედების უმეტესობას ერთი ბირთვი აქვს. არსებობს ორ და მრავალბირთვიანი უჯრედებიც. მაგალითად, ორი ბირთვი აქვს ერთუჯრედიან ცხოველ - ქალამანას და ღვიძლის ზოგ უჯრედს, მრავალბირთვიანი ზოგიერთი კუნთოვანი უჯრედი. სხვადასხვა ტიპის უჯრედთა ბირთვი, ძირითადად, მრგვალი ან ოვალურია, თუმცა, არსებობს უჯრედები უჩვეულო ფორმის ბირთვით - სისხლის თეთრი უჯრედები ანუ ლეიკოციტები.

ბირთვის ძირითადი კომპონენტებია:

  • ბირთვის გარსი
  • ბირთვის წვენი
  • ქრომატინი
  • ბირთვაკი

ბირთვის გარსი ორი მემბრანისგან შედგება, თითოეულ მათგანს პლაზმური მემბრანის მსგავსი აგებულება აქვს. ბირთვის გარსის მემბრანებს შორის არსებული ვიწრო სივრცე ნახევართხევადი ნივთიერებით არის ამოვსებული. ბირთვის გარსის გარე მემბრანა უშუალოდ ენდოპლაზმური ბადის მემბრანებთანაა დაკავშირებული და მის ზედაპირზეც რიბოსომებია განლაგებული. ბირთვის გარსს მრავალრიცხვოვანი ნასვრეტები, ანუ ბირთვის ფორები აქვს. მათი მეშვეობით ხდება სხვადასხვა ნივთიერების ციტოპლაზმიდან ბირთვში გადასვა და პირიქით.

ბირთვის შიგთავსი ამოვსებულია წვენით. მასში არის ქრომატინი და ერთი ან რამდენიმე ბირთვაკი. ბირთვის წვენის ძირითადი ნაწილი წყალია, რომელშიც მრავალი ქიმიური ნივთიერებაა გახსნილი.

ქრომატინი ბირთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სიტყვასიტყვით ქრომატინი ქართულად შეღებილ მასალას ნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ სინათლის მიკროსკოპში გამოსაკვლევად უჯრედების დამუშავების დროს ქრომატინი ადვილად იღებება მკვეთრ ფერებად. ქრომატინი შედგება ერთმანეთში გადახლართული უწვრილესი ძაფებისაგან. ყოველი ძაფის დიამეტრი 14 ნმ-ია, სიგრძე კი ერთ მილიმეტრზე მეტიც შეიძლება იყოს. სინჯათლის მიკროსკოპში ქრომატინი, ძირითადად, წვრილი მარცვლების სახით ჩანს.

ქრომატინი შედგება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) გრძელი მოლეკულისა და მასთან დაკავშირებული ცილების მოლეკულებისაგან.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Goldman, Robert D.; Gruenbaum, Y; Moir, RD; Shumaker, DK; Spann, TP (2002). „Nuclear lamins: building blocks of nuclear architecture“. Genes & Dev. 16 (16): 533–547. doi:10.1101/gad.960502. PMID 11877373.
A review article about nuclear lamins, explaining their structure and various roles
A review article about nuclear transport, explains the principles of the mechanism, and the various transport pathways
A review article about the nucleus, explaining the structure of chromosomes within the organelle, and describing the nucleolus and other subnuclear bodies
A review article about the evolution of the nucleus, explaining a number of different theories
A university level textbook focusing on cell biology. Contains information on nucleus structure and function, including nuclear transport, and subnuclear domains
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: