ჰელენ დინ კინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელენ დინ კინგი
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1869(1869-09-27)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 7 მარტი, 1955(1955-03-07)[1] [2] (85 წლის)
გარდ. ადგილი ფილადელფია
დასაფლავებულია Evergreen Cemetery
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ბიოლოგი[4] და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვასარის კოლეჯი და ბრინ მორის კოლეჯი

ჰელენ დინ კინგი (ინგლ. Helen Dean King, დ. 27 სექტემბერი, 1869, ოვეგო, ნიუ-იორკის შტატი, აშშ — გ. 7 მარტი, 1955, ფილადელფია, პენსილვანია) — ამერიკელი ბიოლოგი. დაკავებული იყო გენეტიკურად ერთიანი ალბინოსი ვირთხების ხაზის Wistar-ის ლაბორატორიული ვირთხების გამრავლებით, რომლებსაც იყენებდნენ ბიოლოგიურ და სამედიცინო კვლევებში.

ცხოვრება და სამუშაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელენ დინ კინგი, "Bufo lentiginosus- ის სპერმატოგენეზი", ჩანართი 1. გვერდი American Journal of Anatomy- დან, ტ. VII, 1907-1908 წწ

ჰელენ დინ კინგი დაიბადა 1869 წლის 27 სექტემბერს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოვეგოში. სწავლობდა ვასარის კლეჯში, რომელიც დაამთავრა 1892 წელს. სწავლა გააგრძელა ბრინ მაურის კოლეჯში. მისი დასრულების შემდეგ 1899 წელს დაიცვა დისერტაცია ემბრიოლოგისა და გენეტიკოსის თომას ჰანტ მორგანის ხელმძღვანელობით და გახდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მფლობელი. ჰელენმა სპეციალიზაცია გაიარა მორფოლოგიის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ დარჩა კოლეჯში მეცნიერ თანამშრომლის და ბიოლოგიის ასისტენტის რანგში 1897 წლიდან 1904 წლამდე [5]

ჰელენი ასწავლიდა ფიზიოლოგიას მის ბალდუინის სკოლაში ბრინ მაურში 1899-1907 წლებში, იყო მეცნიერ-თანამშრომელი პენსილვანიის უნივერსიტეტში 1906-1908 წლებში და მსახურობდა ანატომიის ასისტენტად 1908-1909 წლებში. 1909 წლის შემდეგ იგი მუშაობდა ვისტარის ინსტიტუტში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი, 1927 წლიდან, იკავებდა ემბრიოლოგიის პროფესორის თანამდებობას. იგი ამ პოსტზეე დარჩა 1949 წელს პენსიაზე გასვლამდე.

ჰელენი ასევე იყო ასისტენტი ვუდს ჰოლში, მასაჩუსეტსი . მისი კვლევა ძირითადად ეხებოდა სქესის განსაზღვრის პრობლემებს.

ჰელენ დინ კინგი იკავებდა ამერიკის ზოოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 1937 წელს, იყო ჟურნალის მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის ასოცირებული რედაქტორი 1924 წლიდან 1927 წლამდე და ვისტარის ინსტიტუტის ბიბლიოგრაფიული სამსახურის რედაქტორი 1922 წლიდან 1935 წლამდე

ჰელენ დინ კინგმა მონაწილეობა მიიღო ვისტარის (Wistar) ვირთხების მოშენებაში. ვისტარის ვირთხები წარმოადგენენ გენეტიკურად ჰომოგენური ალბინოსი (ნაცრისფერი) ვირთხების ხაზს, რომელთაც იყენებენ ბიოლოგიურ და სამედიცინო კვლევებში.

ჰელენ დინ კინგი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში 1955 წლის 7 მარტს ფილადელფიაში, პენსილვანია.

Კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელენ კინგის კვლევა უპირველეს ყოვლისა ფოკუსირებული იყო ინბრედირებული ვირთხების შესწავლაზე. მეცნიერი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ადამიანის პრობლემებით, იყენებდა რა ამ მიზნით ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემებს. შეჯვარების წყალობით, მისი ვირთხები ერთმანეთის მიმართ თითქმის ჰომოზიგოტები აღმოჩნდნენ. ბოლო წლებში მან ყურადღება გაამახვილა ნაცრისფერი ვირთხების კვლევაზე.

ჰელენ კინგმა მიიღო ქალთა სამეცნიერო კვლევების განვითარების ასოციაციის ელენ რიჩარდსის კვლევის ჯილდო (1932).


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Swartz A. Open Library — 2007.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Dictionaries thesauruses pictures and press releases - King, Helen Dean
  4. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 695. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. Ogilvie, M. B., & Harvey, J. D. (2000). The biographical dictionary of women in science: Pioneering lives from ancient times to the mid-20th century. New York: Routledge. ISBN 978-0-415-92038-4