ჰევეა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰევეა
Hevea brasiliensis - Köhler–s Medizinal-Pflanzen-071.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რძიანასებრნი
ლათინური სახელი
Hevea

ჰევეა (ლათ. Hevea) — მარადმწვანე მცენარეთა გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ხეებია. 12-მდე სახეობა იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ჰევეა (ლათ. Hevea brasiliensis) ბუნებრივი კაუჩუკის წყაროა. ველურად იზრდება მდინარე ამაზონის ველის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. კულტივირებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებში (ძირითადად შრი-ლანკაზე, მალაკის ნახევარკუნძულზე, დიდი ზონდის კუნძულებზე). ხის სიმაღლეა 30-40 მ. მისი რძეწვენი შეიცავს კაუჩუკს, რომლის მისაღებად 10-12 წლის ხეებს სერავენ. ერთი ხისაგან წელიწადში 3-4 (7,5) კგ კაუჩუკს იღებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰევეა&oldid=2566931“-დან