ჰაროლდ გოდვინსონი
ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაროლდ II (ინგლისი))
ჰაროლდ გოდვინსონი (Harold Godwinson), ან ჰაროლდ II (Harold II) (დ. დაახ. 1022 – გ. 14 ოქტომბერი, 1066) — ბოლო ანგლო-საქსონი, რომელიც ინგლისის მეფედ აკურთხეს. მისი მეფობა გრძელდებოდა 1066 წლის 5 იანვრიდან 14 ოქტომბრამდე. ის მოკლეს ნორმანმა დამპყრობებმა უილიამ დამპყრობლის ხელმძღვანელობით ჰასტინგის ბრძოლაში.
