ჰალაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Azerbaijan netional dances - Yalli.jpg

ჰალაი ან იალი (თურქ. Halay; აზერ. Yalli; არამ. ܚܓܐ [ხიგა]; ბერძნ. Χαλάϊ; ქურთ. Gowend ან Dîlan) - პოპულარული ცეკვა ახლო აღმოსავლეთში. ჰალაი არის ქოჩარის ნაირსახეობა.

ჰალაის ტრადიციულად ზურნისა და დოლის მელოდიურ ჰანგებზე ცეკვავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დოლი და ზურნა შეიცვალა ელექტრონული ინსტრუმენტებითაც. ჰალაი შედგება რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებიც ნეკათითებით არიან შეერთებულნი (ზოგან ხელის მტევნით). ცეკვის წამყვანს ხშირად მანდილი ან ჭრელი ცხვირსახოცი უჭირავს.

ჰალაი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ეროვნული ცეკვაა.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰალაი&oldid=2637988“-დან