ზურნა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურნა (მრავალმნიშვნელოვანი).

ზურნა, აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავი. საქართველოში ამზადებენ უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ზურგის მხრიდან — ერთი. ბოლოგანიური ღეროს სიგრძე 280—300 მმ. ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის b-III ოქტავის C, ზოგჯერ შეიძლება IV ოქტავამდე გაზრდაც. მეზურნეების ანსამბლს (დასტა) შეადგენენ უსტაბაში (I მეზურნე), დამქაში (II მეზურნე) და მედოლე. ზურნა სახალხო დღესასწაულების — ქორწილის, ნიშნობის, ჭიდაობის, ყეენობის, ბერიკაობის — აუცილებელი კომპონენტი იყო. ხშირად იხსენიება XVII—XVIII საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გრიშაშვილი ი., თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963;
  • Абдуллаева С., Народные музыкальные инструменты Азербайджана, Баку, 1972;
  • ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 545, თბ., 1979

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე