ჰაბარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაბარდი
ჰაბარდი
ჰაბარდი
კოორდინატები: 60°18′50″ ჩ. გ. 139°22′15″ დ. გ. / 60.31389° ჩ. გ. 139.37083° დ. გ. / 60.31389; -139.37083

ჰაბარდი მდებარეობა ალასკა

Blue Fire.svg
ტიპი ხეობური
სიგრძე 122 კმ

ჰაბარდი (ინგლ. Hubbard) — ხეობის ტიპის მყინვარი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე. იწყება ლოგანის მთიდან, კანადისა და ალასკის საზღვარზე. სიგრძე 122 კმ. მყინვარის ფრონტალური ნაწილის სიგანეა დაახლოებით 9-16 კმ. მთისძირში ყინულის ასაკი 400 წლით განისაზღვრება. ფირნის ხაზის საშუალო სიმაღლეა 850 მ. იკვებება წმინდა ილიას მთების ფირნული ველებიდან. ზედა 67 კილომეტრიანი მონაკვეთი კანადის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი — 48 კილომეტრი მოქცეულია აშშ-ში. მყინვარის ენა ეშვება წყნარი ოკეანის იაკუტატის ყურეში, სადაც წარმოქმნის 8 კილომეტრი სიგანის ფრონტს. ჰაბარდი ალასკის სანაპიროზე არსებული უდიდესი მყინვარია. XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული მყინვარი წელიწადში წინ იწევს 17-18 მ-ით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]