ლოგანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოგანი

ლოგანი

კოორდინატები: 60°34′02″ ჩ. გ. 140°24′10″ დ. გ. / 60.56722° ჩ. გ. 140.40278° დ. გ. / 60.56722; -140.40278

მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე 5959 მ

ლოგანი მდებარეობა კანადა

Mountain sign.svg

ლოგანი (ინგლ. Mount Logan) — მწვერვალი წმინდა ილიას მთებში. კანადის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 5959 მ. მოქცეულია კლუანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აგებულია გრანიტებით. დაფარულია მოზრდილი მყინვარებით, რომლებიც თითქმის მთის ძირამდე აღწევენ. დასაბამს აძლევს ხეობური ტიპის მყინვარებს. კალთაზე ეშვება დიდი მყინვარი ჰაბარდი. აღსანიშნავია აგრეთვე ლოგანის მყინვარი. სახელი ეწოდა უილიამ ედმუნდ ლოგანის (1798-1875) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]