ჰააგის კონფერენცია 1922

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰააგის კონფერენცია 1922 — საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური კონფერენცია ჰააგაში (ნიდერლანდები). ჩატარდა 15 ივნისიდან 19 ივლისამდე გენუის კონფერენციის 1922 წლის გადაწყვეტილებით. ჰააგის კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენუის კონფერენციის მონაწილე ქვეყნები (გარდა გერმანიისა). საბჭოთა დელეგაციას მეთაურობდა მ. ლიტვინოვი. ჰააგის კონფერენციას უნდა განეხილა კაპიტალისტური ქვეყნების პრეტენზიები საბჭოთა სახელმწიფოსადმი. პრეტენზიები დაკავშირებული იყო უცხოელი კაპიტალისტების საკუთრების ნაციონალიზაციასთან, მეფისა და დროებითი მთავრობების ვალების გაუქმებასთან, საბჭოთა რუსეთისათვის კრედიტის მიცემასთან. საბჭოთა დელეგაცია, ისევე როგორც გენუაში, ჰააგის კონფერენციაზეც თავგამოდებით იცავდა ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარს და მშრომელი მასების ინტერესებს. კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებმა უარყვეს საბჭოთა დელეგაციის ყველა წინადადება, მიმართული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ, უარი თქვეს კრედიტის საკითხის განხილვაზე. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ უცხოელთათვის კონფისკებული საკუთრების დაბრუნებას. საბჭოთა დელეგაციამ გადაჭრით უარყო ეს ცდები. ჰააგის კონფერენციას არსებითად არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]