ჯუნგლების წიგნი (2016 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯუნგლების წიგნი“
ინგლ. The Jungle Book
რეჟისორი ჯონ ფავრო
პროდიუსერი ჯონ ფავრო
ლისონ შრეამური
ბრიგჰამ ტაილორი
ეფუძნება რადიარდ კიპლინგის ჯუნგლების წიგნს
როლებში
კომპოზიტორი ჯონ დებნი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

4 აპრილი, 2016 (ელ კაპიტანის თეატრი)

15 აპრილი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 106 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175–177 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 966.6 მილიონი აშშ დოლარი[3]

ჯუნგლების წიგნი (ინგლ. The Jungle Book) — 2016 წლის ამერიკული ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია ჯონ ფავრო, ხოლო სცენარის ავტორი ჯასტინ მარქსი და წარმოებულია Walt Disney Pictures-ის მიერ. ფილმი დაფუძნებულია რადიარდ კიპლინგის ამავე სახელწოდების ნამუშევარზე და შთაგონებული Walt Disney-ის 1967 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმით, [4][5] ჯინგლების წიგნი არის გაცოცხლებული სახის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მაუგლის, ობოლი ადამიანი ბიჭის შესახებ. ფილმში მონაწილეობას იღეებს ნეელ სეთი, ხოლო ზოგიერთ პერსონაჟებს ახმოვანებენ: ბილ მიურეი, ბენ კინგსლი, იდრის ელბა, ლუპიტა ნიონგ'ო, სკარლეტ იოჰანსონი, ჯანკარლო ესპოზიტო, და კრისტოფერ უოკენი.

ფავრომ, მარქსმა და პროდიუსერმა ბრიგამ ტეილორმა შეიმუშავეს ფილმის სიუჟეტი, როგორც დაბალანსებულია დისნეის ანიმაციურ ადაპტაციასა და კიპლინგის ორიგინალური ნამუშევრებით. ძირითადი გადაღებები 2014 წელს დაიწყო, ლოს-ანჯელესში. ფილმისთვის საჭირო იყო კომპიუტერული გრაფიკა, რათა ცხოველი პერსონაჟები მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებულად გადმოეცათ.[6]

ჯუნგლების წიგნი გამოვიდა შეერთებულ შტატებში Disney Digital 3D, RealD 3D, IMAX 3D, D-Box და პრემიუმ დიდ ფორმატებში, 2016 წლის 15 აპრილს. ფილმი კრიტიკოსებმა მოიწონეს. მას კომერციული წარმატებაც მოჰყვა, ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 966 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რითაც ის 2016 წლის მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. ფილმი შეაქეს ვიზუალური ეფექტების, ვოკალური წარმოდგენების, რეჟისურის, მუსიკალური გაფორმებისა და ორიგინალური ანიმაციური ფილმისა და კიპლინგის რომანის ერთგულებისთვის. ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში ის ნომინირებული იყო ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე, ასევე კრიტიკოსთა არჩევანის 22-ე და ბრიტანეთის 70-ე აკადემიის ჯილდოებზე.

პრემიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ფილმის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2015 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ ფილმის გამოსვლის თარიღი მოგვიანებით Walt Disney Studios Motion Pictures– მა გადადო 2016 წლის 15 აპრილამდე.[7][8] ფილმი გამოვიდა Dolby Vision ფორმატში აშშ-ის Dolby Cinema– ში,[9] და არის პირველი ფილმი, რომელიც გამოვიდა Dolby Vision 3D– ში ( ნიუ – იორკის რამდენიმე შერჩეულ კინოთეატრში და ჩიკაგოში).[10] ჯუნგლების წიგნის მსოფლიო პრემიერა შედგა ელ კაპიტანის თეატრში 2016 წლის 4 აპრილს.[11]

რომანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოშუა პრუეტისა და სკოტ პიტერსონის მიერ დაწერილი ფილმის რომანიზაცია გამოიცა Disney Publishing Worldwide– ის მიერ 2016 წლის 1 მარტს. [12]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა უდიდესი ფინანსური წარმატება მოიპოვა.[13] მას მცირე ხნით ეკავა ყველა დროის ყველაზე დიდი რიმეიკის ადგილი, სანამ სტუდია მზეთუნახავი და მხეცს არ გამოუშვებდა. [14] ფილმმა გამოიმუშავა 364 მილიონი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებსა და კანადაში და 602,5 მილიონი აშშ დოლარი სხვა ქვეყნებში, რაც საერთო ჯამში 966,6 მილიონი დოლარია. ფილმის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარი იყო.[15][16] 13 მაისს ის გახდა 2016 წლის მეორე ფილმი (სტუდიის კუთვნილება ზოოტოპიის შემდეგ), რომელმაც 800 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.[17] [18] 10 ივნისს, იგი გახდა 2016 წლის მესამე ფილმი ზოოტოპიასა და კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც 900 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. [19] Deadline Hollywood-მა დაადგინა, რომ რომ ფილმის წმინდა მოგება 258 მილიონი დოლარი იყო, ყველა დანახარჯის გათვალისწინებით ფილმი მომგებიანობის მიხედვით 2016 წელს მე-6 იყო. [20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Jungle Book (2016). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: April 4, 2020
  2. FilmL.A. (May 23, 2017). „2016 Feature Film Study“ (PDF). FilmL.A. Feature Film Study: 25. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — July 31, 2017. ციტირების თარიღი: May 10, 2018.
  3. The Jungle Book (2016). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 12, 2016
  4. The Jungle Book: Production Notes. The Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 18, 2019. ციტირების თარიღი: March 28, 2016.
  5. Thompson, Luke Y. (February 22, 2016). „Jon Favreau Says 'The Jungle Book' Will Be His 'Avatar,' Reveals New Images“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2016. ციტირების თარიღი: February 27, 2016.
  6. Turan, Kenneth (April 14, 2016). 'Jungle Book' is a sweet and scary triumph of modern moviemaking“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2016. ციტირების თარიღი: April 16, 2016.
  7. Kit, Borys. (November 23, 2014) Warner Bros. Pushes Release Date of 'Jungle Book: Origins'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 21, 2015.
  8. Pamela McClintock. Jon Favreau's 'Jungle Book' Switches Places With 'Finest Hours,' Pushed to Spring 2016. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 14, 2015.
  9. Carolyn Giardina. (November 16, 2015) 'Star Wars' Dolby Cinema Release Could Push Forward the New Format. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: November 17, 2015.
  10. Anita Busch. (April 17, 2016) 'Jungle Book' Wild With $101M To $103.6M; 'Barbershop' Cuts $20M+; 'Criminal' In Cooler — Box Office Sunday AM. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: April 17, 2016.
  11. Fatema Etemadi; Maya Anderma (April 7, 2016). 'The Jungle Book' Premiere: Hollywood Reflects on a Disney Classic“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 7, 2016. ციტირების თარიღი: April 8, 2016.
  12. The Jungle Book: The Strength of the Wolf is the Pack. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2021. ციტირების თარიღი: December 24, 2020.
  13. Scott Mendelson. (August 30, 2016) Moviegoers Flocking To Superhero Films, Talking Animal Toons And Almost Nothing Else. Forbes. ციტირების თარიღი: August 31, 2016.
  14. Tom Grater. (April 22, 2017) How well do Hollywood remakes fare at the box office?. ციტირების თარიღი: April 23, 2017.
  15. Anita Busch. (April 17, 2016) 'Jungle Book' Wild With $101M To $103.6M; 'Barbershop' Cuts $20M+; 'Criminal' In Cooler — Box Office Sunday AM. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: April 17, 2016.
  16. Scott Mendelson. (April 17, 2016) Box Office: 'Jungle Book' Rules With A Mighty $103M Weekend. Forbes. ციტირების თარიღი: April 17, 2016.
  17. "The Jungle Book" to Cross $800M Mark Globally. The Walt Disney Company (May 13, 2016). ციტირების თარიღი: May 14, 2016.
  18. Anita Busch. (May 13, 2016) 'Jungle Book' Passes $500M Overseas On Way To $800M WW, To Top 'Deadpool' In UK. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: May 14, 2016.
  19. Dave McNary. (June 10, 2016) 'Jungle Book' Roars to $900 Million at Worldwide Box Office. Variety. ციტირების თარიღი: June 10, 2016.
  20. Fleming Jr. (March 29, 2017) No. 6 'The Jungle Book' Box Office Profits – 2016 Most Valuable Movie Blockbuster Tournament. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 29, 2017.