ჯულიანო-ინ-კამპანია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ჯულიანო-ინ-კამპანია
Giugliano in Campania
|
ჯულიანო-ინ-კამპანია (იტალ. Giugliano in Campania) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 113 000 ადმიანია და წარმოადგენს იტალიის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს რომელიც პროვინციული ცენტრი არაა. შედის ნეაპოლის მეტროპოლიურ არეალში.
ისტორია [რედაქტირება]
ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ჯულიანოს ტერიტორია ოსკებით იყო დასახლებული. ტრადიციის მიხედვით, ქალაქი ძვ. წ. 421 წელს დააარსა კოლონისტთა ჯგუფმა კამპანიის ბერძნულ ქალაქ კუმადან და მას ლილიანუმი უწოდეს. ის პატარა ცენტრად რჩებოდა 1207 წლამდე, როდესაც კუმა ნეაპოლელებმა დაანგრიეს. ქალაქის ზოგიერთმა მოქალაქემ და მათ შორის სამღვდელოებამ თავშესაფარი ჯულიანოში ჰპოვა. პორველი დოკუმენტი, რომელიც ჯულიანოში ფეოდის არსებობას ახსენებს, 1270 წლით თარიღდება.