ნეაპოლის პროვინცია
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | კამპანიის რეგიონში |
| მოიცავს | 92 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | ნეაპოლი |
| მოსახლეობა (2005) | 3 092 859 კაცი |
| სიმჭიდროვე | 2 640,9 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 171,13 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 081 |
| საფოსტო ინდექსები | 80121-80147 80010-80079 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | NA |
| Province of Naples | |
ნეაპოლის პროვინცია (იტალ. Provincia di Napoli) — პროვინცია იტალიაში, კამპანიის რეგიონში. დედაქალაქია ნეაპოლი. შედგება 92 კომუნისაგან.
სექციების სია |
დემოგრაფია [რედაქტირება]
ნეაპოლის პროვინცია ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია იტალიაში. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, იტალიის ექვსი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა სწორედ ნეაპოლში მდებარეობს, ზოგადად კი 11 პირველი თხუთმეტეულიდან. ფართობი 1 171,13 კმ²-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობა კი 3 092 859 ადამიანს (2005).
| ძირითდი კომუნები | მოსახლეობა |
|---|---|
| ნეაპოლი | 983 797 |
| ჯულიანო-ინ-კამპანია | 108 492 |
| ტორე-დელ-გრეკო | 88 540 |
| პოცუოლი | 82 503 |
| კაზორია | 81 871 |
| კასტელამარე-დი-სტაბია | 65 794 |
| აფრაგოლა | 63 483 |
| მარანო-დი-ნაპოლი | 58 978 |
| პოტიჩი | 57 062 |
| ერკოლანო | 55 310 |
| ტორე-ანუნციატა | 48 720 |
ტურიზმი [რედაქტირება]
არეალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ტურიზმისთვის. აქ მოგზაურობენ როგორც თვად იტალიელები, ასევე უცხოელები. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული რომაული ქალაქის, პომპეის ნანგრევები.[1]
ასევე ცნობილი დესტინაციებია ნეაპოლის ყურეში მდებარე კუნძულები: ისკია, პროჩიდა, კაპრი. ლაპრიზე მდებარეობს ცნობილი ლურჯი მღვიმე, რომლის შიგნითაც ზღვის წყალი თითქოს ქვეშიდან ანათებს.[2]
სორენტინის ნახევარკუნძული უკვე საკმაო ხანია რაც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ცნობილია სასმელ ლიმონჩელოთი და ზღვის საუცხოო კლიფებით. მდიდარია ვილებით, ციხესიმაგრეებით, სადარაჯო კოშკებით, ეკლესიებით და ქალაქ ვიკო-ეკუენსეს უძველესი ფერმებით.[3]
სპორტი [რედაქტირება]
პროვინციაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ეს არეალი ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ იტალიაში, რომელმაც სპორტის მიყოლა დაიწყო, როდესაც მისი სხვადასხვა სახეობა 1900-იან წლებში ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ნაპოლი, რომელმაც ორჯერ მოიგი სერია ა და ერთხელ უეფა-ს თასი, როდესაც მის შემადგენლობაში დიეგო მარადონა თამაშობდა.
დღეისათვის პროვინციაში ფუნქციონირებს ხუთი საფეხბურთო კლუბი, რომლები იტალიის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობენ. მათ შორის, ნაპოლი — სერია ა-ში, იუვე-სტაბია და სორენტო — მეორე დივიზიონში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||