ჯოჯოსებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოჯოსებრნი
MC Siedleragame.jpg
მამრი ჯოჯოსებრი. ტანზანია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: ხვლიკისნაირნი
ოჯახი: ჯოჯოსებრნი
ლათინური სახელი
Agamidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჯოჯოსებრნი, აგამასებრნი (ლათ. Agamidae) — ხვლიკების ოჯახი. აქვთ პატარა, ფერებით დაფარული თავი, კარგად განვითარებული კიდურები, კუდი ჩვეულებრივ გრძელია, არ წყდება. კბილები ყბების ძვლის ზედა კიდეზეა მიმაგრებული. ოჯახში 35 გვარი და 300-მდე სახეობაა, გავრცელებულნი არიან აფრიკაში (მადაგასკარის გარდა), სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აზიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ავსტრალიასა და ახალ გვინეაზე. ყოფილ სსრკ-ში გვხვდებოდა 2 გვარი და 13 სახეობა. აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო (Agama caucasica), რომლის სიგრძე 15 სმ აღწევს. გვხვდება ქართლის და ივრის ზეგნის მშრალ მთებსა და გორაკებზე. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებსა და სოროებში. იკვებება ძირითადად მწერებით; ჭამს მცენარეულ საკვებსაც. მრავლდება კვერცხებით. ველის ჯოჯო (A. sanguinolenta) შუა აზიასა და აღმოსავლეთ კავკასიის მთისწინეთის, უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ხვლიკთაგანია.

ლიტერატურა[რედაქტირება]