ჯონ უესლი პაუელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ უესლი პაუელი

ჯონ უესლი პაუელი
ჯონ უესლი პაუელი
დაბადების თარიღი მაუნტ-მორისი, აშშ
დაბადების ადგილი 24 მარტი, 1834
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 1902
გარდაცვალების ადგილი ჰეივენი, მენი, აშშ

ჯონ უესლი პაუელი (ინგლ. John Wesley Powell; დ. 24 მარტი, 1834 — გ. 23 სექტემბერი, 1902) — ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, მოგზაური, გეოლოგი და ეთნოლოგი. ილინოისის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ორგანიზატორი და მისი დირექტორი 1881-1894 წლებში. სკოლაში და კოლეჯში სწავლისას მონაწილეობას ღებულობდა უისკონსინის ტერიტორიაზე და მდინარე მისისიპზე ჩატარებულ ექსპედიციებში. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა ფედერალური ჯარების მხარეზე, დაკარგა მარჯვენა წინამხარი. სამხედრო სამსახური მაიორის წოდებით დაამთავრა. 1869 წელს მოაწყო 3 თვიანი გეოგრაფიული ექსპედიცია გრან-რივერსა და კოლორადოს ქვემოთებში, პირველმა გაიარა და გამოიკვლია კოლორადოს დიდი კანიონი. დაადგინა მჭიდრო კავშირი ტერიტორიის გეოლოგიურ აგებულებასა და რელიეფის ფორმებს შორის.

1869 წლის 24 მაისს ექსპედიცია განახორციელა კლდოვან მთებში. სვლა დაიწყეს მდინარე გრინ-რივერიდან, ექსპედიციამ მიაღწია მდინარეების გრინ-რივერისა და კოლორადოს შეერთების ადგილს. შემდეგ მდინარე კოლორადოს გავლით გაიარეს დიდი კანიონი. მთლიანობაში ექსპედიციამ გაიარა დაახლოებით 1500 კმ. ორი წლის შემდეგ ექსპედიციამ კვლავ მოახერხა და დაძლია იგივე მარშრუტი, ამასთანავე განხორციელდა სამეცნიერო გამოკვლევები და მოხერხდა რეგიონის რუკაზე დატანიება. ექსპედიცია 18 თვე გაგრძელდა.

პაუელის ძირითადმა შრომებმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის გეომორფოლოგიური სკოლის თეორიული შეხედულებების ფორმირებაში. პაუელს მიაჩნდა, რომ მსხვილი სტრატიგრაფიული ქვედანაყოფები გამოყოფილი უნდა იქნას არა პალეონტოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ლითოლოგიური ნიშნების მიხედვით. შეისწავლიდა აგრეთვე ინდიელების ყოფაცხოვრებას. შემოგვთავაზა მათი ენების კლასიფიკაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Stegner W., Beyond the hundredth meridian, John Wesly Powell and the second opening of the West, Boston, 1954;
  • Davis W. M., Biographical memoir of John Wesley Powell (1834‒1902), Wash., 1915;
  • Hunt Ch. B., John Wesley Powell, his influence an geology, «Geotimes», 1969, v. 14. № 5.