ჯოდელ ფერლანდი
| ჯოდელ ფერლანდი Jodelle Ferland |
|
![]() ჯოდელ ფერლანდი |
|
| დაბადების სახელი | ჯოდელ მიკა ფერლანდი |
| დაბადების ადგილი | ნანაიმო, ბრიტანეთის კოლუმბია |
| დაიბადა | 9 ოქტომბერი, 1994 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1999–დღემდე |
ჯოდელ მიკა ფერლანდი (ინგლ. Jodelle Micah Ferland; დ. 9 ოქტომბერი, 1994, ნანაიმო, კანადა) — კანადელი კინომსახიობი, რომელიც აშშ-სა და კანადაში მოღვაწეობს.
ჯოდელ ფერლანდი დაიბადა კანადის ქალაქ ნანაიმოში.[1] ჰყავს და — მარიშა ფერლანდი და ძმა — ჯერემი ფერლანდი, პირველი, დის მსგავსად მსახიობი, ხოლო მეორე, მუსიკოსია.[1] იგი ავსტრიელი, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობისაა.[2] 4 წლიდან იღებდნენ სარეკლამო კომპანიებში, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20-მდე ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო „Coca-Cola“, „Mattel“ და ასევე რამდენიმე სატელევიზიო სერიალი („სმოლვილის საიდუმლოებები“, „ბნელეთის ანგელოზი“ და სხვ.). ჯოდელ ფერლანდმა პატარა ასაკშივე გაითქვა სახელი და საკმაო პოპულარულობით სარგებლობდა. თავდაპირველად რამდენიმე წელი სერიალებში თამაშობდა, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ფილმში „ქალთევზა“, სადაც განასახიერა „დესი“-ს სახე. ამ როლისთვის მიენიჭა ემის პრემია და ამით ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.
აღსანიშნავია, ასევე მისი როლი ფილმში „მოქცევათა ქვეყანა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯეფრი ბრიჯესმა. ერთი წლის შემდეგ ითამაშა საშინელებათა ფილმში „საილენტ-ჰილი“. მისი ერთ-ერთი ბოლო კინოროლებია: „ლილით სალივანი“ (ფილმი „საქმე N39“; პარტნიორი რენე ზელვეგერი), „ბრი ტანერი“ (ფილმი „ბინდის საგა: დაბნელება“), „პეიშნს ბაკნერი“ (ფილმი „ქოხი ტყეში“), „ჯენი“ (ფილმი „მაღალი კაცი“) და სხვ.
სამსახიობო ამპლუა: დრამა, მელოდრამა, ფანტასტიკა, თრილერი.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 2000 | ქალთევზა | Mermaid | |
| 2001 | მგლის ტბა | Wolf Lake | |
| 2002 | ისინი | They | |
| 2002 | კერი | Carrie | |
| 2005 | მოქცევათა ქვეყანა | Tideland | |
| 2006 | საილენტ ჰილი | Silent Hill | |
| 2007 | სიდი | Seed | |
| 2007 | წარმატებები, ჩაკ! | Good Luck Chuck! | |
| 2007 | წარგზავნილები | The Messengers | |
| 2008 | საოცარი სამყარო | Wonderful World | |
| 2008 | სელინი | Celine | |
| 2009 | საქმე N39 | Case 39 | |
| 2010 | ბინდის საგა: დაბნელება | Twilight Saga: Eclipse | |
| 2011 | გოგოების ჩხუბი | Girl Fight | |
| 2012 | ქოხი ტყეში | The Cabin in the Woods | |
| 2012 | მაღალი კაცი | The Tall Man |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯოდელ ფერლანდი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ჯოდელ ფერლანდი Twitter-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Jodelle Ferland Biography (1994-). Filmreference.com (1994-10-09). წაკითხვის თარიღი: 2011-04-08.
- ↑ A Jodelle Ferland interview. Twilight-movie.org (2009-09-18). წაკითხვის თარიღი: 2011-04-08.
