საილენტ ჰილი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საილენტ ჰილი
რეჟისორი კრისტოფერ განსი
პროდიუსერი სამუელ გადიდა, დონ კარმოდი, კონამი, ტიმ სილენტი
სცენარის ავტორი როჯერ ავარი, კრისტოფერ განსი, ნიკოლას ბოუკრიფი
როლებში რადა მიჩელი, სინ ბენი, ლაური ჰოლდენი, ჯოდელ ფერლანდი, დებორა კარა ანგერი, ალისა კრიჯი, ტანია ალენი, კიმ კოატესი
კომპოზიტორი ჯეფ დანა, აკირა იამაოკა
ოპერატორი დან ლაუსტსენი
მონტაჟი სებასტიან პრანგერე
კინოსტუდია TriStar Pictures, Focus Features, Pathé, Paramount Pictures, Alliance Atlantis, Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 21 აპრილი, 2006
ხანგრძლივობა 127 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $50,000,000 [1]
საიტი: ბმული
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

საილენტ ჰილი2006 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია კრისტოფ გენსის რეჟისურით. ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების თამაშის მიხედვით.

როგორც იცით "მგლების საძმოს" რეჟისორი კრისტოფერ გენსი არის საილენტ ჰილის დიდი მოყვარული, პირველად მან ითამაშა საილენტ ჰილ 1 2000 წელს, როგორც თავად ამბობს კინოს გადაღების სურვილი მას 6 წლის წინ გაუჩნდა როდესაც მან დაურეკა სამუელ ჰადიდას და უთხრა "ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ საილენტ ჰილი 1-ის ადაფტაცია ეკრანზე" კრისტოფერ გენსის საყვარელი სერია არის მეორე.

ფილმის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 21 აპრილს. ასეთი დაგვიანებული ეკრანიზაციის მიზეზი იყო, თამაშის შემქმნელებთან დაკავშირება, მათთან ერთად სიუჟეტის აგება რომელზეც თიმსაილენტიც თანახმა იქნებოდა, მსახიობების წარმატებული შერჩევა და სხვა მრავალი.

თავდაპირველად გენსი აპირებდა მთავარი პერსონაჟი ყოფილიყო კაცი სახელად ჰარი მეისონი, რადგან ფილმი არის აგებული თამაშის პირველ სერიაზე (საილენტ ჰილი 2-ის ელემენტებით), მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, რომ დაუკვირდა ჰარის ხასიათს და ქცევას, განაცხადა, რომ დიდან არ განსხვავდებოდა მისი ემოციები ქალისაგან და გადაწყვიტა შეეცვალა პროტაგონისტის სქესი და ათამაშა რადა მიჩელი, როუს და სილვას როლში.

ფილმი არის აგებული - თამაშის პირველ სერიაზე, მაგრამ შეცვლილია საკმაოდ ბევრი რამ: დალიას ხასიათი, დასასრული, პერსონაჟები და ა.შ

ფილმი მოგვითხრობს და სილვების ოჯახზე, როუზის და ქრისტოფერის შვილს, შერონს ჭირს განუკურნებელი დაავადება - აქვს მთვარეულის ნიშნები ღამით დგება და ძილში განწირულად ყვირის ქალაქის სახელს "საილენტ ჰილს", რის გამოც როუზს გაუჩნდება აზრი, რომ მისი განკურნება შეიძლება იმ ქალაქის მეშვეობით, რომელსაც ბავშვი გაიძახის ძილში - იმის მიუხედავად, რომ მისი ქმარი კატეგორიულად წინაამღდეგია ბავშვის იქ ჩაყვანაზე და აიძულებს ცოლს სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია გაავლევინოს. მაგრამ ყოველგვარი ქმართან დამშვიდობების გარეშე - გადაწყვიტავს ჩუმად გაემართოს საილენთ ჰილში თვითონ და შერონი.

ქალაქში მოხვდებიან ზუსტად ისე როგორც თამაშის პირველ სერიაში, შუა ღამისას გზაზე მიმავალი მანქანით დაინახავენ გოგონას სილუეტს და რაიმე ინციდენტის თავიდან ასაცილებლად რულის მაქსიმალურად მოხვევის გამო მოსდით ავარია - ხოლო ამოღვიძებისას როუზი ხედავს უცნაური ნისლით დაბურულ გარემოს, და ქალაქის შესასვლელთან აღმართულ ძველ ტრაფარეტს, რომელსაც აწერია: "Welcome to Silent Hill" (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საილენტ ჰილში). როუზი აღმოაჩენს, რომ იმ გზაზე, რომლითაც მოვიდა, რაღაც მიზეზით თვალუწვდენელი უფსკრულია გაჩენილი, და შესაბამისად ერდათერთი გზა არსებობს, ის ქალაქში უნდა შევიდეს. ქალაქი როუზს ნისლიანი, უკაცრიელი ქუჩებით ხვდება, სადაც შემზარავი საიდუმლო იმალება. ერთერთ ქუჩაზე როუზი დაინახავს გაქცეული გოგონას სილუეტს, რომელიც ძალიან გავს შერონს, როუზი გამოუდგება მას, ამ დროს შორიდან მოისმის სირენის შემაძრწუნებელი ხმა და ქალაქი დაბნელებას იწყებს....

შესავალი[რედაქტირება]

საილენტ ჰილი - იდუმალი ქალაქია დასავლეთ ვირჯინიაში, ტოლუკას ოლქი... ოდესღაც ეს საკმაოდ აყვავებული პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ახლა ის სრულიად მიტოვებულია - ამ ადგილს რუკაზეც ვერ ნახავთ. ხოლო საგაზეთო სტატიების მიხედვით, Silent Hill - შედის ამერიკის “აჩრდილების ქალაქების“ რიცხვში, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ნახშირის მომპოვებელი მაღარო, და მრავალი წელია არ წყდება მიწისქვეშა ხანძრები. მაინც რა გახდა ოდესღაც აყვავებული საკურორტო ქალაქის სრული დაცარიელების და მასში განვითარებული უცნაური მოვლენების მიზეზი? ერთადერთი საშუალება, გავცეთ ამ კითხვებს პასუხი და საიდუმლოს ფარდა ავხადოთ, არის ამ ადგილის ისტორიის ყურადღებით შესწავლა და იმის გაგება თუ რა კოშმარები იმალება დროის ფარდის მიღმა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

1974 წლამდე - ბნელი წარსული
უხსოვარი დროიდან საილენტ ჰილში არსებობდა რელიგიური ორგანიზაცია რომლის სათავეში უმთავრესად ქალაქის ელიტა იდგა. სექტანტების რელიგია დაფუძნებული იყო იმ შეხედულებაზე, რომ ჩვენ დედამიწას ელოდება აპოკალიფსი - და ერთადერთი საშუალება ამ საშინელი მოვლენის თავიდან ასაცილებლად მათთვის იყო ის, რომ პერიოდულად “განეწმინდათ ცეცხლით“ გოგონები, რომლებიც ბოროტებას ატარებდნენ - ასე ვთქვათ, ალქაჯები. მაგრამ ვის ჰქონდა უფლება განესაჯა და გადაეწყვიტა რომელი იყო ალქაჯი და რომელი უდანაშაულო?? ამ როლს იღებდნენ თავის თავზე რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელები - ისინი მიუთითებდნენ არასასურველ მოქალაქეს, ფანატიკოსებს სჯეროდათ რომ ის მართლაც ალქაჯი იყო - და ცეცხლში წვამდნენ... ასეთი სასტიკი საიდუმლო რიტუალისთვის სექტის წევრებს ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი - დარბაზი სადაც შეიძლება მოვხვდეთ გრენდ ჰოტელის 111-ე ოთახის გავლით, და სადაც შეეძლოთ დაუსჯელად ჩაედინათ ყველაზე კოშმარული დანაშაული (“განწმენდის“ ცერემონიალზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კულტის წევრები ცოდვილების გამოკლებით) ასე გრძელდებოდა უსასრულოდ ბევრჯერ და ხალხს სწამდა, რომ ისინი აღადგენდნენ სიწმინდეს და უდანაშაულობას, განდევლიდნენ ბოროტს, და ახკვეთავდნენ ბნელეთის დადგომას... მრავალი წელი იგონებდნენ ეს მეოცნებეები ისეთ რელიგიას, რომელიც გაამართლებდა მათ მოქმედებებს. სინამდვილეში, ნამდვილი ურჩხულები - ეს ადამიანები არიან. თავიანთი მოქმედებებით მათ თვითონ დადეს ეს ბოროტების მარცვალი... მაგრამ როდესღაც მოსავალი დამწიფდება და მოვა მომკელი, რომელიც აუწყებს ყველა ცოდვილს საშინელი შურისძიების შესახებ.

1965 წელი (40 წლის წინ) – ალისას დაბადება
ქალს, სახელად დალია გილესპი, შეეძინა გოგონა, რომელსაც დაარქვა “ალისა“ და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არ ჰყავდა მამა (რაც დალიას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა - სექტანტები მას ჩათვლიდნენ ცოდვილად იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი), დედა მაინც ბედნიერი იყო გოგონას დაბადებით - გულში მას უყვარდა თავისი შვილი.

1974 წლის დასაწყისი - სკოლის წლები
ამ პერიოდში ცხრა წლის ალისა სწავლობდა მიდვიჩ ელემენტარი სკოლაში - მაგრამ ბედნიერი ბავშვების ნაცვლად მას უწევდა ყოველდღე აეტანა თავისი კლასელების აბუჩად აგდება, ისინი მას ალქაჯს ეძახდნენ და მის მერხზე ამოჭრეს წარწერა “ალქაჯი (witch)“ მაგრამ რატომ ექცეოდნენ მას ასე, რა დააშავა? არაფერი... უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი: მშობლებმა უთხრეს თავიანთ შვილებს, რომ ალისა ცოდვის შვილია და არა ჰყავს მამა, და ბავშვებმაც დაიწყეს მისი დაცინვა, თითქოს მამის არარსებობა გოგონას ხდის რაღაც “სხვანაირს“, არა ადამიანს, არამედ ჯოჯოხეთის მოციქულს. სექტის გავლენა ქალაქში იმდენად ძლიერი იყო რომ სკოლაშიც კი პატარა ბავშვებს რელიგიური სულით ზრდიდნენ, უნერგავდნენ იმ აზრს, რომ “მათი მოწინააღმდეგეები აუცილებლად დაისჯებიან“ (All foes of the righteous will be condemned" - ასეთი წარწერა ეკიდა სკოლის შესასვლელთან) - ხოლო ქორწინებისგარეშე დაბადებული გოგონა ფანატიკოსების გაგებით ცოდვის ცოცხალი გამოხატულება იყო.

ხშირად ალისა იქამდე მიჰყავდათ, რომ მტირალი გოგონა ქალების ტუალეტში გარბოდა და იქ კაბინაში იმალებოდა - მაგრამ იქაც ვერ პოულობდა შვებას უცნაური დამლაგებლის კოლინის გამო (ზოგიერთი მომენტის მიხედვით “other world“-იდან, აგრეთვე ალისას მოგონებებიდან ვხვდებით, რომ დამლაგებელმა გოგონას რაღაც საშინელება გაუკეთა) დალიაც კი, ალისასს სიყვარულის მიუხედავად უძლური აღმოჩნდა, ვერ წავიდა საერთო აზრის წინაამღდეგ, ერთადერთი, რაც მას შეეძლო, ეს შვილის ნუგეში იყო... ბავშვის თვალში დედა მისი დამცველი, ღმერთი იყო - მაგრამ ღმერთიც ხანდახან უძლურია ხოლმე.

1974 წლის ნოემბერი (30 წლის წინ) - განწმენდის რიტუალი
როგორღაც რელიგიური ორგანიზაციის (კრისტაბელა) ერთ-ერთმა მთავარმა ქურუმმა დაარწმუნა დალია იმაში, რომ საჭირო იყო მისი ქალიშვილის სიბინძურისგან განწმენდა - ასე შვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა და დედისთვისაც (ალბათ დალიამ მაშინ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს “განწმენდა“). როგორც კი მივიდა გოგონასთან ერთად გრენდ ჰოტელში, სადაც “განწმენდის“ რიტუალი უნდა შეესრულებინათ, იგი მიხვდა, რომ მოატყუილეს - და სინამდვილეში მის შვილს დაწვას უპირებდნენ. მხოლოდ ახლა მიხვდა, რა ჩაიდინა... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს დედა, რომელიც საკუთარ შვილს კარგავს - დალია გაიქცა დახმარების სათხოვნელად - მაგრამ უკვე გვიანი იყო... ამ დროს სექტანტები შეეცადნენ დაეწვათ პატარა ალისა - მაგრამ რიტუალი არ გამოვიდა იმ მიზეზიტ, რომ ცერემონიის დროს გადაყირავდა ცხელი ნახშირით სავსე ქვაბი, და სასტუმროს მთელი შენობა გადაიწვა (სწორედ მაშინ დაიწყო ხანძარი საილენტ ჰილში). როდესაც დალიამ პოლიცია მოიყვანა, მათ იპოვეს მეტალის კარკასზე სექტანტების მიერ მიბმული ცოცხალმკვდარი გოგონა, რომელსაც მთელს სხეულზე დამწვრობები ჰქონდა - ბავშვის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო ოფიცერმა ტომას გუჩიმ (ამ ადამიანს არც შეეშინდა, საკუთარი ხელებით გაეხსნა გახურებული მეტალის ხელბორკილები, რათა გოგონა გადაერჩინა, და ამის გამო დიდი დამწვრობებიც მიიღო ხელისგულებზე) - მისი წყალობით ალისას გადარჩენა მოხერხდა და მიიყვანეს საავადმყოფოში ცოცხალი.

ხანძრის ეს საბედისწერო დღე გახდა მთელი საილენტ ჰილის არსებობის დასასრული - ბევრი დაიხოცა ხანძრის დროს, ბევრი - უკვალოდ გაქრა (მათი სხეულები ვეღარასოდეს იპოვეს)

1974 წლის ნოემბერი - 1995 წელი - საავადმყოფო
მრავალი წელი გაატარა დამწვარმა ალისამ ბრუკჰევენ ჰოსპიტალში (პალატა B151) - ის მხოლოდ ტკივილს, შიშს და მარტოობას გრძნობდა... როდესაც გტკივა და შეშინებული ხარ, შენი შიში და ტკივილი სიძულვილში გადაიზრდება, ხოლო სიძულვილი სამყაროს შეცვლას იწყებს. ალისას სიძულვილი კი იზრდებოდა და იზრდებოდა - ის მასში დუღდა. ეს სიძულვილი ისეთი ძლიერი გახდა, რომ ალისამ თავისი ჯავრი იყარა უდანაშაულო გოგოზე - საავადმყოფოში მომუშავე ლიზა გარლანდზე (რომელიც დაბრმავდა და “other world“-ის პატიმარი გახდა). შემდეგ გამოჩნდა ის - “ალისას ბნელი მხარე“, ნამდვილი დემონი. ერთადერთი, რაც მას სურდა, გადაექცია სამყარო ყველაზე საშინელ კოშმარულ სიზმრად, შური ეძია, აეძულებინა ეტანჯა ყველას, ვინც მას ტკივილი მიაყენა - და მაშინ მთელი სამყარო და საილენტ ჰილი შთანთქა კოშმარულმა სამყარომ.

ხოლო ყველაფერი კარგი, რაც ალისაში დარჩა, აგრძელებდა არსებობას პატარა გოგონაში, რომელიც ალისამ გადამალა თავის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის მიღმა - ტოლუჩს ოლქის ბავშვთა თავშესაფარში.

9 წლის წინ - ბავშვის პოვნა
9 წლის წინათ ტოლუკას ოლქის თავშესაფრის კარებდნან მონაზონმა, სახელად მარგარეტი, იპოვა ახალშობილი ბავშვი - შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მიგდებული ბავშვი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.

იმავე წელს თავშესაფარში მოვიდა უშვილო ცოლ-ქმარი - კრისტოფერი და როუზ დე სილვა, მათ იშვილეს ეს ბავშვი და დაარქვეს სახელად “შერონი”.

2 წლის წინ - პლიციელის გმირობა
ფილმის მოვლენებამდე ორი წლით ადრე ვიღაცამ ბენზოგასამართი სადგურიდან მოიტაცა ბიჭუნა და დატოვა ის საილენტ ჰილში, ჩააგდო შახტაში საიდანაც ბავშვი ვერ ამოვიდა. მაშინ პოლიციის ოფიცერი - გოგონა სახელად ქიბილ ბენეტი, რომელსაც მოტაცებული ბიჭის მოძებნა დაავალეს, თვითონ ჩაეშვა შახტაში, იპოვა ბიჭი და გაატარა იქ სამი დღე, ეხმარებოდა ბიჭს, სანამ მაშველი რაზმი არ მოვიდა. ასეთი ალტრუისტული საქციელის შემდეგ Cybil-მა დაიმსახურა საუკეთესო პოლიციელის რეპუტაცია, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი დავალება ანდო.

დღეს - მოვლენები ფილმში

ალისა (უკან, კედელზე გაკრული) და მისი დედა, დალია

9 წლის შერონ დე სილვას გამუდმებით ესიზმრება უცნაური სიზმრები, რომლებშიც ხედავს საიდუმლოებით მოცულ გოგონას. ხანდახან შერონს მთვარეულობის ნიშნებიც აღენიშნება, და სიზმარში სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით მიდის, და ყველაფერ ამასთან ერთად, ძილში უეცრად იწყებს ყვირილს და იძახის - საილენტ ჰილს - მაგრამ გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს. არ არის გასაკვირი, რომ მშობლები უკიდურესად შეშფოთებულები არიან - მათ გოგონას ხომ აშკარად რაღაც უბედურება სჭირს. მამა (კრისტოფერი) სთავაზობს მოათავსონ გოგონა საავადმყოფოში გამოსაკვლევად, მაგრამ დედა (როუზი) თვლის, რომ ასეთი მეთოდები შედეგს არ მოიტანს, და სჯობს გოგონა წაიყვანონ საილენტ ჰილში, რომ გამოარკვიონ შვილის უცნაური დაავადების მიზეზები.

ამგვარად, ერთ მშვენიერ დღეს, როუზი, ქმრისგან მალულად, წაიყვანს გოგონას და წავლენ მიგდებულ საილენტ ჰილში, რაც ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. მგზავრობის დროს შერონს კვლავ რაღაც უცნაურობა ემართება - მიუხედავად იმისა, რომ ადრე გოგონას დახატული ნახატები იყო მკვეთრი და ფერადოვანი, რაღაც მიზეზების გამო ქალაქთან მიახლოებისას მისი ხატვის მანერა რადიკალურად იცვლება: გოგონას ნახატები ხდება შავბნელი და შიშით სავსე - იქ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ბნელ ადამიანს, რომელთაც პატარა გოგონა უჭირავთ, ორ გოლიათს რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ, გოგონა ხელებით ჰყავდათ დაჭერილი (თითქოს მათი გახლეჩა უნდოდათ) და უცნაურ ეკლესიას ცეცხლის ფონზე... აღსანიშნავია, რომ გაღვიძებულ შერონს აღარ ახსოვს, როგორ დახატა ეს საშინელი სურათები.

გზაზე მათ ხვდებათ პოლიციის ოფიცერი ქიბილ ბენეტი. პოლიციელის ინტუიცია კარნახობს, რომ აქ რაღაცა ვერარის წესრიგში და გადაწყვეტს დედა-შვილის დაკავებას, რომლებიც რატომღაც მიტოვებულ ქალაქ-მოჩვენებაში მიდიოდნენ. მაგრამ როუზი ახერხებს პოლიციელის დევნას თავი დააღწიოს. და როდესაც დედა-შვილი თითქმის მივიდა საილენტ ჰილში, მანქანაში უეცრად შიშხინს იწყებს რადიო, რაც ძალიან აშინებს პატარა შერონს. როუზის ყურადღება მანქანის მართვიდან გადააქვს რადიოსკენ, რომ გამორთოს - და უეცრად ხედავს პატარა გოგონას სილუეტს გზაზე - უკანასკნელ მომენტში საჭეს აბრუნებს მარცხნივ, რათა გოგონას არ დაეჯახოს და ახდენს ავარიას... როდესაც როუზი გონზე მოდის, აღმოაჩენს, რომ ყველაფერი დაფარულია გაუვალი ბურუსით და მოდის უცნაური “თოვლი“, რომელიც შემოწმებისას “ფერფლი” აღმოჩნდა. ყვირილზე არავინ პასუხობს - რჩება შთაბეჭდილება, რომ გარშემო არც ერთo სულიერი არ არის. და რაც მთავარია - შერონი გაქრა!! გოგონას ძებნაში როუზი საილენტ ჰილში შედის - და მოშორებით დაინახავს შვილის სილუეტს. მაგრამ რატომ არ პასუხობს გოგონა დედეს დაძახებაზე? შეშფოთებული როუზი უკან მიჰყვება შვილის კვალს, რომელსაც საბოლოოდ უცნაურ გზაჯვარედიანმდე მიჰყავს. იქ კი იწყება კიდევ უფრო უცნაური მოვლენები: შორიდან ისმის სირენის ხმა და უეცრად ქალაქს სიბნელე მოიცავს. ცოტა ფიქრის შემდეგ როუზი გადაწყვეტს გააგრძელოს შვილის ძებნა - პატარა სანთებელელის მბჟუტავ შუქზე იგი “other world“-ის ბნელეთში აღმოჩნდება. გისოსები... სისხლი... და იქ Rose-ხედავს ჯვარზე გაკრული ადამიანის დასახიჩრებულ სხეულს - რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს სასიკვდილო ჭრილობების მიუხედავად და განიცდის დაუსრულებელ ტანჯვას! და მხოლოდ აქ ხვდება როუზი, რა კოშმარშიც მოხვდა, მაგრამ უკვე გვიანია. უეცრად საიდანღაც საშინელი არსებები გამოჩნდნენ, როუზი პანიკაშია და ცდილობს მათგან თავის დაღწევას, მაგრამ ეს მას არ გამოსდის...

გონზე მოსული როუზი ხედავს, რომ გარშემო აღარავინაა - იქნებ ეს მხოლოდ სულელული სიზმარი იყო?? მაგრამ არა, ქუჩაში კვლავ მოდის ეს უცნაური თოვლი-ფერფლი. გარშემო ყველაფერი ბურუსით არის მოცული, გზებზე კი გამოუცნობი უფსკრულებია. ერთერთ ასეთ უფსკრულთან როუზს შეხვდება უცნაური ქალი, რომელსაც თითქმის დაკარგული აქვს ადამიანის სახე - დალია გილესპი. მანაც დაკარგა გოგონა... მაგრამ როდესაც როუზი, რაღაც მიზეზის გამო, თავის მედალიონში მოთავსებულ შერონის სურათს აჩვენებს, დალია იწყებს ყვირილს, რომ შერონი ეს მისი შვილია - შეიძლება გელესპი ერთადერთი შვილის დაკარგვით ბოლომდეა ჭკუიდან გადასული, ან იქნებ მის უცნაურ ქცევაში აზრი იმალება??

როუზი გაექცა ჭკუიდან გადასულ დალიას და შემთხვევის წყალობით გადაეყრება ძველ ნაცნობს - პოლიციელ ქიბილ ბენეტს რომელიც მას ადრე შეხვდა და ბავშვის მოტაცებაში დაეჭვებულმა, მაშინვე დააპატიმრა დედიკო სიჩქარის გადაჭარბებისთვის. როგორც ჩანს ქიბილს წარმოდგენა არაა ქვს.

პერსონაჟები[რედაქტირება]

ფილმი “საილენტ ჰილი“ გვთავაზობს საკმაოდ ბევრ პერსონაჟს. ზოგიერთი ჩვენ უკვე ვიხილეთ თამაშში, დანარჩენები კი აბსოლუტურად ახლები არიან.

შერონ და სილვა
როუზის და კრისტოფერ და სილვას გოგონა სინამდვილეში ალისას კოპიას წარმოადგენს. ეს მხიარული და სიცოცხლის მოყვარული გოგონა თავისი მეორე ნახევრისაგან აბსოლუტურად განსხვავდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარსული მაინც ბრუნდება მასთან და ჩაითრევს ფილმის კოშმარულ მოვლენებში. ბოლოს და ბოლოს იგი რჩება “ნისლიან ქალაქში“ თავის დედასთან, როუზისთან ერთად.

სახელი: წარმოდგება სახელისაგან “ჩერილი” - პერსონაჟის სახელი თამაშის პირველი ნაწილიდან ანალოგიური ბედით.

მსახიობი: ჯოდელ ფერნანდი - ეს გოგონა ასევე ცნობილია მისტიკური სერიალით “სამეფო ჰოსპიტალი”, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის რომანის მოტივების მიხედვით. ფილმში იგი ერთდროულად 3 პერსონაჟს ასახიერებს: შერონს, ალისასს ბავშვობაში, და “ბნელ ალესას”. "ეს გოგო არის განსაკუთრებული! მან იცის, თუ როგორ ითამაშოს" - აღფრთოვანებით ლაპარაკობს რეჟისორი გენსი ჯოდელის გარდასახვის ნიჭის შესახებ. ინტერნეტში არსებობს ჯოდელის საიტი რომელიც ამ მისამართზეა [www.jodelle-ferland.2ya.com]. აქ დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ არტისის ფილმოგრაფიის შესახებ, აგრეთვე დატანჯოთ ისედაც მოუცლელი გოგონა სულელური ფანატიკური კითხვებით “როგორი აზრის ხარ შენს პერსონაჟზე ფილმიდან“, “თამაშობდი თუ არა საილენტ ჰილს გადაღებამდე“ ა.შ.

როუზ და სილვა
შერონის გამზრდელი დედა, რომელმაც გადაწყვიტა წაეყვანა გოგონა საილენტ ჰილში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი საკმაოდ გულჩვილია და სულაც არ წარმოადგენს დასავლეთის კინოში ფართოდ გავრცელებული ქალის ტიპს “სუპერმენი კაბაში“, იგი ყველაფერს იღონებს, რომ დაიცვას საყვარელი გოგონა. საბოლოოდ როუზი შერონთან ერთად ნისლიან ქალაქში რჩება

პროტოტიპი: როუზის სახის შექმნისას ფილმის შემქმნელების შთაგონების წყაროები იყვნენ ჰარი მეისონი პირველი ნაწილიდან და მანანა მესამე ნაწილიდან.

მსახიობი: რადა მიჩელმა განასახიერა როუზის როლი, რომელიც ცნობილია ფილმით ”პიჩ ბლეკი”. რეჟისორის გამონათქვამების თანახმად,რადა მიჩელი იდეალურად შეეფერებოდა მგრძნობიარე და მზრუნველი დედის როლს (თუმცა, სინამდვილეში მას ბავშვები არ ჰყავს). როგორც თავად რადა გამოტყდა, მიზეზი რის გამოც მან ფილმში ითამაშა ეს არის... მომხიბვლელი კრისტოპ გენსი ("მე ვიცი, მთავარი მიზიდულობა მე ვიქნები...კრისტოფი"). ახსანიშნავია ასევე, რომ როდესაც გოგონამ პირველად წაიკითხა სცენარი, ის მას იმდენად საშინლად მოეჩვენა, რომ ათი გვერდის მერე შეეშინდა და მიატოვა კითხვა.

კრისტოფ და სილვა
შერონის გამზრდელი მამა, რომელიც საერთოდ არ იწონებდა როუის იდეას გოგონას საილენტ ჰილშში წაყვანაზე. მას შემდეგ, რაც მისი ცოლ-შვილი დაიკარგება საილენტ ჰილში, კრისტოფერი ინსპექტორ გუჩისთან ერთად მთელ ქალაქში ეძებს მათ - მაგრამ ვერ პოულობს, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა სამყაროებში იმყოფებიან. (როუზი და შერონის “ნისლიანში”, თვითონ “ნორმალურში“) ასე, მაგალითად, “სკოლის“ სცენაში კრისტოფერი და როუზიი იმყოფებიან ერთიდაიგივე ოთახში, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავენ ერთმანეთს ფილმის მოვლენების პროცესშის, კრისტოფერი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს რომ გაიგოს რა მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

მსახიობი: სინ ბენი - ცნობილია ფილმით “ბეჭდების მბრძანებელი” ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება.

ქიბილ ბენეტი
ალტრუისტულად განწყობილი ქალი - პოლიციელი ქალაქ ბაჰამიდან, რომელიც მზად არის თავი გასწიროს სხვების გულისთვის. ის ნისლიან საილენტ ჰილში ხვდება, როდესაც მოტოციკლეტით მისდევდა როუზს და შერონს და მოხვდა ავარიაში. შემდგომში იგი ეხმარება მთავარ გმირს, რითიც შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ სექტანტების ხელით კვდება - მას პოლიციელის საყვარელი ტაბელური პისტოლეტიც არ შველის. რეჟისორი ასეთ კომენტარს აკეთებს “ამ ნისლიან ქალაქში პოლიციელები ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესად არ ისვრიან“.

მსახიობი: ლაური ჰოლდენი. კრისტოფერ გენსი თავის დღიურში იმის შესახებ, თუ ქიბილის როლში რატომ აირჩიეს ეს მსახიობი, წერს: “როდესაც პირველად დავინახე ლაური, გარეგნულად საერთოდ არ ჰგავდა ქიბილს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იგი იდეალურად შეეფერებოდა ამ როლს მისი მოძრაობის ბუნებრივობის, შინაგანი ძალის და სილამაზის გამო“. ახსანიშნავია, რომ როგორც ლაური გამოგვიტყდა, იმისათვის, რომ უკეთესად შეეგრძნო თავისი პერსონაჟი, მან საილენტ ჰილი 1-იც კი ითამაშა - და მივიდა კაფეში ქიბილთან პირველ შეხვედრამდე. აი რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თავის პერსონაჟზე: “ქიბილი გაიზარდა ბრაჰამში - პატარა ქალაქში საილენტ ჰილთან ახლოს. იგი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, რადგანაც ცამეტი წლის იყო, დედა რომ მოუკვდა, მამა კი ფაქტიურად არც ჰყოლია. ბრაჰამში რელიგიის ძლიერი გავლენა იყო, მე მგონია, ამიტომ ქიბილის დედა ნამდვილი მორწმუნე იყო და საშინელ ტანჯვაში მოკვდა... ნამდვილად დაამჩნია ნაიარევი ქიბილის სულზე. იმის გამო, რაც დაემართა დედას, გოგონა ერიდებოდა ყველანაირ რელიგიას. ამის გამო ქიბილი საკმაოდ მარტოსული გახდა, მას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი. მაგრამ ეს ქიბილისთვის ნორმალური იყო, რადგან მან იპოვა მიზანი ცხოვრებაში - “ემსახურე და დაიცავი“. განსაკუთრებულად ცდილობს ბავშვების დაცვას. მის ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა... მგონია, რომ ქიბილი რაღაც განსაკუთრებით უდგება ბავშვების დახმარებას, იმიტომ რომ შინაგანად მას სურს, იგრძნოს თავი დედად“.

დალია გილესპი
ალისა გილესპის დედა რომელსაც შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ ვერ გაუწია წინააღმდეგონა ფანატიკოსების აზრს. დალია - ერთადერთია მთელს ქალაქში, რომელსაც შეუძლია დაუბრკოლებრივ იყოს კოშმარულ სამყაროში, შიშის გარეშე იქნეს მოკლული - მაგრამ იგი არ სჭირდება ბნელეთს... ეს პერსონაჟი თამაშშიც არსებობდა, მაგრამ ფილმში დალიას სახე საწინაამღდეგოდ არის შეცვლილი - ერთადერთი, რაც დარჩა თამაშიდან - ეს დალიას ჩვევაა, ილაპარაკოს გაუგებარი ფრაზებით.

მსახიობი: დებორა კარა ანგერი - მან ასევე ითამაშა მისტიკურ ფილმში “თეთრი ცხვირი“, რომლის სიუჟეტის ზოგიერთი ასპექტი აშკარად იკვეთება საილენტ ჰილი 2-ის იდეებთან.

ალისა გილესპი
ფანატიკოსების მიერ დამწვარი გოგონა, რომლის ტკივილმა და სიძულვილმა შექმნა კოშმარული სამყარო.

მსახიობი: ტანია ალენი - ითამაშა ალისა 40-წლის ასაკში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ფილმის შუა ნაწილში საწოლზე მწოლიარეს და “ხოცვა - ჟლეტის“ ფინალურ სცენაში. ჯოდელი ფერლანდმა ითამაშა ალისა 9 წლის ასაკში მოგონებების სცენებში. პატარა გოგონა, რომელსაც სწყურია სექტანტებზე შურისძიება. რეჟისორი აღწერს მას, როგორც “აბსოლუტური ბოროტების განსახიერებას“

ექთანი წითელ ტანსაცმელში
ეს ექთანი უვლიდა დამწვარ გოგონას საავადმყოფოში, მაგრამ ალისას სიძულვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ მან იგი საბრალო ექთანზე გადმოანთხია, დააბრმავა იგი და სამუდამოდ მოათავსა მისი სული კოშმარულ სამყაროში. ჩვენ მას ვხვდებით იმ ოთახში, სადაც პოულობენ დამწვარ ალისას - როგორც ჩანს, იგი გამუდმებით ტირის და გარკვეული მიზეზების გამო, არ სურს, რომ მისი დამახინჯებული სახე ვინმემ ნახოს.

პროტოტიპი: ექთნის პროტოტიპს წარმოადგენს გოგონა ლიზა გარლანდი საილენტ ჰილი 1-იდან, რომელიც ასევე ალისას კოშმარული სამყაროს ტყვე იყო (თუმცა, იგი არავის დაუბრმავებია).

კოლინი
უცნაური დამლაგებელი, რომელიც 30-წლის წინ მიდვიჩის სკოლაში მუშაობდა. ჩვენ მას ვხედავთ ალისას მოგონებებში, ვხედავთ მის გვამს “ნისლიან სამყაროში” და ვხედავთ მას მონსტრის სახით “კოშმარულ სამყაროში“. გარკვეული მიზეზების გამო ალისამ იგი ყველაზე მეტად შეიძულა - ამის გასაგებად საკმარისია შევხედოთ მის გვამს “სხვა სამყაროში“ ანდა იმას, თუ რა საშინელ მონსტრად გვევლინება იგი “კოშმარულ სამყაროში“. კრისტოფერ გენსი თავის დღიურში სვამს კითხვას, თუ რა საშინელება ჩაიდინა ისეთი რომ ასედი ხვედრი დაიმსახურა: "რა თქმაუნდა, დიდი შეკითხვაა "რა გააკეთა ამ ბიჭმა, რომ დაიმსახურა მონსტრად გარდაქმნა?". ზოგი ფიქრობს, ის სცემდა ალისას, ზოგი - მან ძალა იხმარა მასზე. ყოველ შემთხვევაში ფილმში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობთ.

ტომას გუჩი
პოლიციის ინსპექტორი, რომელიც მონაწილეობდა ალისას გადარჩენაში საილენტ ჰილის ხანძრის დღეს - მისი მამა ქალაქში ცხოვრობდა და საპარიკმახეროს მფლობელი იყო, მაგრამ ხანძრის დროს დაიღუპა. როგორც ვხედავთ, თავისი მოვალეობის შესრულებისას, გუჩიმ გადაარჩინა გოგონა, მაგრამ უძლური იყო 30 წლის მამის გადასარჩენად - ასე რომ მან კარგად იცის ახლობელი ადამიანის დაკარგვის სიმწარე....

ეს მშვიდი და ჭკვიანი ადამიანი კრისტოფერს ურჩევს, არ ჩაიდინოს სისულელე და არ ჩაერიოს სხვის საქმეში. ის აგრეთვე დიდ პატივს სცემს ქიბილ ბენეტს და თვლის, რომ ის ყველაზე კარგად მოახერხებს საილენტ ჰილის დაკარგული ხალხის მოძებნას.

გვარი: პერსონაჟის გვარი წარმოადგენს მინიშნებას თამაშის პირველ ნაწილზე, სადაც პოლიციელი სახელად გუჩი, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვის საქმეს იძიებდა, დაიღუპა მიზეზით, რომელიც გულის შეტევას ჰგავდა, პირველი ნაწილის მოვლენებამდე რაღაც დროით ადრე მაგრამ გვარის გარდა მასთან ფილმის პერსონაჟს არაფერი საერთო არ აქვს.

მსახიობი: კიმ კოატესი

კრისტაბელა
რელიგიური ორგანიზაციის უზენაესი ქურუმი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და მონაწილეობდა 9 წლის ალისა გილესპისს განწმენდის ცერემონიაში. მისი იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ გაანადგუროს (დაწვას) ყველაფერი, რაც მას არ ემორჩილება. ბოლოს და ბოლოს ალისა ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯს საძულველ კრისტაბელას. “ცალსახად უარყოფითი“ პერსონაჟის მკაფიო მაგალითი.

სახელი: მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟის სახელი ნასესხებია საილენტ ჰილის კომიქსებიდან (საილენტ ჰილი შავზე დახატვა, საილენტ ჰილი მოკვი/იცოცხლე), სინამდვილეში ამ პერსონაჟებს შორის არანაირი სიუჟეტური კავშირი არ არის. არ გვჭირდება საილენტ ჰილის სერიების დიდი ექსპერტობა, რომ მივხვდეთ, რომ ეს სახელი იყო სარეკლამო სვლა, რათა ფანების ინტერესი გამოეწვია.

პროტოტიპი: თუ ყურადღებით ადევნებთ თვალს კრისტაბელას მიმიკას და ქცევას, შენიშნავთ, რომ პერსონაჟის სახე ბევრ რამეში დაფუძვნებულია კლაუდიაზე საილენტ ჰილი 3-იდან. მით უფრო, თუ თამაშში კლაუდიას ბოროტმოქმედს ვერ დავარქმევთ, აქ რელიგიური ორგანიზაციის ქურუმის სახით ჩვენ მივიღეთ ბოროტმოქმედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მსახიობი: ალისა კრიგი - ცნობილია ფილმიდან “სტარ ტრეკი - პირველი კონტაქტი”. ინტერვიუში მსახიობი გამოგვიტყდა, რომ გადაღების წინ მოუწია საილენტ ჰილის რაღაც ნაწილის თამაში - თუმცა, ძალიან ცოტა ხნით.

ანა
გოგონა, რომელმაც დაარღვია სექტის აკრძალვები და წავიდა “დემონის“, ტერიტორიაზე, რათა დედისთვის საჭმელი მოეტანა. ქიბილი და როუზი ხვდებიან ანას გრენდ ჰოტელში - გარკვეული მიზეზების გამო იგი საშინლად ვერ იტანს დალიას. ბოლოს, როდესაც ბნელეთი ჩამოწვება, გოგონა იმის მაგივრად რო თავშესაფარში გაიქცეს, შესასვლელში ელოდება დალიასს, რათა ქვები ესროლოს - შედეგად ვერ ასწრებს გადარჩენას და იღუპება “მხეცის“ ხელით (მას უფრო ვიცნობთ სახელით ”პირამიდ ჰედი”).

ელეანორი
ანას უნუგეშოდ დარჩენილი დედა, რომელიც გოგონას დაკარგვას დარდობს - მაგრამ კრისტაბელა აწყნარებს მას.

ადამი
კრისტაბელას ყველა ბრძანების შემსრულებელი.

მარგარეტი
მონაზონი, რომელიც მუშაობს ტოლუკას ოლქში მდებარე ბავშვთა თავშესაფარში, და რომელმაც იპოვა კარებთან მიგდებული პატარა გოგონა, რომელიც შემდგომ კრისტოფერმა და როუზმა იშვილეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]