ჯანიქის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანიქის მთები
კოორდინატები: 40°33′27″ ჩ. გ. 37°34′28″ ა. გ. / 40.55750° ჩ. გ. 37.57444° ა. გ. / 40.55750; 37.57444
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული სამსუნის პროვინცია
ორდუს პროვინცია
უმაღლესი წერტილი აიდოღან-თეფე
სიმაღლე 1971 
სიგრძე 200 კმ
ჯანიქის მთები — თურქეთი
ჯანიქის მთები

ჯანიქის მთები (თურქ. Canik Dağları) — ქედი თურქეთში, დასავლეთ პონტოსა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს შორის არსებული შუა რგოლი. შემოსაზღვრულია მდინარეების ყიზილ-ირმაქისა და მელეთის ხეობებს შორის. სიგრძე დაახლოებით 200 კმ, სიმაღლე 1971 მ (მთა აიდოღან-თეფე). უმეტესწილად აგებულია ანდეზიტებით, ტრაქიტებითა და ქვიშაქვებით. გაჭრილია იეშილ-ირმაქის გამჭოლი ხეობით. ჩრდილოეთ კალთაზე, 400–700 მ სიმაღლეზე ფართოფოთლოვანი ტყე და ბუჩქნარია, ზედა სარტყელში წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყე. სამხრეთის მშრალ კალთაზე გვხვდება ნათელი მუხნარ-ფიჭვნარი, შიბლიაკი, ზედა სარტყელშია ფრიგანა. ხეობებში მისდევენ მევენახეობასა და მეთამბაქოებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]