დიუკ ელინგტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიუკ ელინგტონი

ედვარდ კენედი "დიუკ" ელინგტონი (ინგლ. Edward Kennedy "Duke" Ellington; დ. 29 აპრილი, 1899 – გ. 24 მაისი, 1974)[1] — ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზის ისტორიაში, და ზოგიერთ კრიტიკოსთა აზრით სრულიად ამერიკულ მუსიკაში. როგორც კომპოზიტორისა და ბენდის ლიდერის, ელინგტონის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მუსიკის თემატური ვარიაციების ბესტსელერებად ქცევის გამო. პულიცერის პრემიის საბჭომ მას გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს სპეციალური ორდენი მიანიჭა.[2]

ელინგტონი მის სტილსა და ხმოვანებას "ამერიკულ მუსიკას" უწოდებდა ჯაზის ნაცვლად, და უყვარდა მათი აღწერა ვინც მას მოხიბლავდა, როგორც "კატეგორიის ფარგლებს გარეთ" ("beyond category"), რომელთა შორის მრავალი მის ორკესტრში იყო, და რომელთა შორის ზოგიერთი თავად მოიაზრებოდა ჯაზის გიგანტთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მის თანაგუნდელთა დიდი ნაწილი თვალსაჩინო იყო დამოუკიდებლად, სწორედ ელინგტონის დამსახურება იყო მათი წარმოჩენა ყველაზე განთქმულ საორკესტრო გუნდში ჯაზის ისტორიაში. ის ხშირად კომპოზიციებს ქმნიდა ამ პიროვნებათა სპეციფიური სტილისა და ჩვევების მიხედვით, როგორიც იყო "Jeep's Blues" ჯონი ჰოჯისთვის, "Concerto for Cootie" ("Do Nothing Till You Hear from Me") კუტი უილიამსისთვის და "The Mooche" ტრიკი სემ ნანტონისთვის. 1941 წლის შემდეგ ის ხშირად თანამშრომლობდა კომპოზიტორ-არანმჟირებელთან ბილი სტრეიჰორნთან, რომელსაც ის საკუთარ ალტერ-ეგოს უწოდებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Cohen, Harvey G. Duke Ellington's America. Chicago: University of Chicago Press, 2010. ISBN 978-0-226-11263-3
  • Collier, James Lincoln. Duke Ellington. New York & Oxford: Oxford University Press, 1987. ISBN 0-19-503770-7
  • Dailey, Raleigh. "Ellington as a Composer for the Piano," in Jazz Research Proceedings Yearbook, No. 31 (Jan.2001), pp. 151–156.
  • Dance, Stanley. The World Of Duke Ellington. New York: Simon & Schuster, 1970. ISBN 0-306-80136-1
  • Ellington, Duke. Music Is My Mistress. New York: Da Capo, 1976 ISBN 0-7043-3090-3
  • Ellington, Mercer. Duke Ellington in Person. Boston: Houghton Mifflin, 1978. ISBN 0-395-25711-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Biography. dukeellington.com (ოფიციალური საიტი (2008). წაკითხვის თარიღი: January 26, 2012.
  2. 1999 Pulitzer Prize Winners Special Awards and Citations