ჯალილ-ბექ ბაგდადბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯალილ-ბექ ბაგდადბეკოვი
დაბადების თარიღი 1887
შუშა, რუსეთის იმპერია
გაუჩინარდა 21 აპრილი, 1951
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის აკადემიური დრამატული თეატრი
საქმიანობა მსახიობი

ჯალილ-ბექი ამრახ ოღლი ბაგდადბეკოვი (აზერ. Cəlil bəy Bağdadbəyov; დ. 1887, შუშა — გ. 21 აპრილი, 1951, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა თეატრის მსახიობი. ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის დრამატურგიული თეატრების რეჟისორი.[1] აზერბაიჯანის სსრ-ის დასახურებული არტისტი (1943). ილიას ეფენდიევის ბიძა (დედის ძმაა).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯალილ-ბექ ბაგდადბეკოვი დაიბადა 1887 წელს ქალაქ შუშაში არისტოკრატთა ოჯახში. საგვარეულო ტრადიციის შესაბამისად მიიღო სასულიერო განათლება, შეისწავლა არაბული და სპარსული ენები. დაწყებითი განათლება მიიღო შუშინსკის რეალურ სასწავლებელში.

1910 წლიდან თეატრალური დასის „ნიჯატის“ კოლექტივის წევრი. მონაწილებდა საოპერო და დრამატულ სპექტაკლებში. ასრულებდა ქალის პარტიებსაც. ბაგდაბეკოვმა მაღალოსტატურად შეასრულა ისეთი როლები, როგორებიცაა ლეილი და ხურშუდ ბანუ ოპერებში „ლეილი და მეჯნუნი“ „შაჰ აბასი და ხუშუდ ბანუ“. შედეგად შეასრულა იბნ სალამანის, ლეილის მამის („ლეილი და მეჯნუნი“), სულეიმანის («„რშიდ მალ ალან“) როლი.

სხვადასხვა წყაროებში მითითებულია არაერთი მსახიობის გვარი, რომელთაც სცენაზე გააცოცხლეს განათლებული ქალების სახეები. ისტორიას ახსოვს მათი სახელები: ჯალილ-ბექი ბაგდადბეკოვი, მირმახმუდ კიაზიმოვსკი, ალეკპერ სუხეილი.

არის ერთაქტიანი პიესების, ვოდევილების და მუსიკალური კომედიების, აგრეთვე პატრიარქალურ-ფეოდალური წესებისა და რევოლუციამდელი ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფის შარჟების ავტორი. ბაგდაბეკოვმა ტაჯიკეთში დაწერა კომედია „იშანი და კომკავშირელი“ (1929).

გარდაიცვალა 1951 წლის 21 აპრილს ბაქოში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. РРФ Азербайджана, ф. 27, 82 ед. хр., 1912—1949.
  2. İlham Rəhimli. Azərbaycan Teatr Ensiklopediyası (неопр.). — Azərnəşr, 2016. — Т. I. — С. 269.