ხუან ვალერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ვალერა
Juan Valera y Alcalá-Galiano

ხუან ვალერა
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1824
დაბადების ადგილი კორდობა, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1905
გარდაცვალების ადგილი მადრიდი, ესპანეთი
დასაფლავებულია Cementerio de Cabra[1] [2] [3]
საქმიანობა პოლიტიკოსი, დიპლომატი, მწერალი
ენა ესპანური
ეროვნება ესპანელი
მოქალაქეობა ესპანეთი[4]
ჟანრი რომანი
ჯილდოები კარლოს III-ის ორდენის დიდი ჯვარი, Commander of the Order of Isabella the Catholic, ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი, Order of Saint Januarius და Q42046700?
შვილ(ებ)ი Luis Valera
ხელმოწერა

ხუან ვალერა ი ალკალა-გალიანო ან ხუან ვალერა (ესპ. Juan Valera y Alcalá-Galiano) 一 ესპანელი რეალისტი მწერალი, დიპლომატი და პოლიტიკოსი.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერა დაიბადა კაბრაში, კორდობის პრივინციაში, განათლება კი მალაგასა და გრანადის უნივერსიტეტებში მიიღო, სადაც სამართლის ხარისხი მოიპოვა, უკვე მოგვიანებით კი დიპლომატიური კარიერა წამოიწყო (1847). მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ვალერამ რამდენჯერმე გამოიცვალა პოსტი სხვადასხვა თანამდებობაზე. თავდაპირველად, ის ესპანეთის ელჩის მოადგილის თანამდებობაზე, ნეაპოლში მუშაობდა, შემდეგ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ლისაბონში (1850), რიო დე ჟანეიროში (1851-53), დრეზდენსა და სანქტ-პეტერბურგში (1854-57). ამ უკანასკნელში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, საკუთარი მეგობრისადმი, მაურისიო ალვარეს დე ლას ასტურიას ბოჰორკეს და გირალდესისადმი მიწერილ წერილში მის ამ გამოცდილებას ვალერა მოიხსენიებდა, როგორც „ნაზად სახალისოს“.[5] მადრიდში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა ადგილობრივი ჟურნალის 一 El Contemporáneo一 ერთ-ერთი რედაქტორი და მალევე ფრანკფურტის მინისტრად დაინიშნა (1865). დიდი რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და განათლების მინისტრად (1871). ალფონსო XII-ის მეფობის დროს იყო დესპანი ლისაბონში (1881–83), ვაშინგტონში (1883–86) და ბრიუსელში (1886–88), ხოლო 1893–95 დაინიშნა ესპანეთის ელჩი ვენაში.[6] 1900 წელს იგი მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ვალერა მთელი თავისი დიპლომატიური და პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად ქმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც დღემდე უდიდეს დატვირთვას ატარებს ესპანურ ლიტერატურაში. თავისი უნიკალური სტილისა და, როგორც გამართული, ისე, მჭერმეტყველი დიქციის გამო, ვალერა თავისი დროის ერთ-ერთი უბადლო ლიტერატურული მოღვაწეა. პეპიტა ხიმენესი, რომელიც მის ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ ნაშრომად მიიჩნევა, თავდაპირველად, სერიებად იბეჭდებოდა 1874 წელს, ითარგმნა მრავალ ენაზე და დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა. არანაკლები წარმატების მომტანი აღმოჩნდა მწერლისთვის მისი სხვა ნაწარმოებები, როგორებიცაა ფაუსტინოს ილუზიები (1875), ელ კომენდადორ მენდოზა (1877) და ა.შ. ყველა ზემოხსენებული ნაწარმოები ავტორმა დიპლომატიური საქმიანობის მიტოვების შემდეგ გამოსცა. ავტორი, ასევე, იბერისტიც იყო, რაც მიზნად ისახავს პირინეის ნახევარკუნძულზე არსებულ ყველა პოლიტიკურ ერთეულთა გაერთიანებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Juan Valera, Obras Completas (Madrid, 1905 et seq., 43 volumes to 1916)
  • Juan Valera, The Illusions of Doctor Faustino, translated by Robert M. Fedorchek. The Catholic University of America Press (2008)
  • Juan Valera, Juanita la Larga, translated by Robert M. Fedorchek. The Catholic University of America (2006)
  • Ferdinand Brunetière, La casuistique dans le roman de Juan Valera, in his series Histoire et littérature, volume i (Paris, 1884)
  • Emilia Pardo Bazán, "Retratos y apuntes literaros," in Obras completas, volume xxxii (Madrid, 1891 et seq.)
  • Conde de Casa Valencia, Necrologia de ... D. J. V. (Madrid, 1905)
  • Conde de las Navas, Don Juan Valera (Madrid, 1905)
  • J. D. Fitz-Gerald, "Juan Valera," in The Bookman, volume xxi (New York, 1905)
  • Karimi, Kian-Harald (2007): Jenseits von altem Gott und ‘Neuem Menschen’. Präsenz und Entzug des Göttlichen im Diskurs der spanischen Restaurationsepoche. Frankf./M.: Vervuert. ISBN 3-86527-313-0
  • F. Vézinet, Les maitres du roman aspagnol contemporain (Paris, 1907)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://cordopolis.es/2017/05/10/profanan-el-monumento-funerario-de-juan-valera-en-el-cementerio-de-cabra/
  2. http://www.cervantesvirtual.com/portales/juan_valera/imagenes_curiosidades/imagen/imagenes_curiosidades_06_juan_valera_tumba/
  3. http://www.cabraenelrecuerdo.com/cementerio-ampliadas.php
  4. https://datos.gob.es/es/catalogo/e00123904-autores-espanoles-en-dominio-publico-fallecidos-desde-1900
  5. (1997) რედ. Tracy Chevalier: Encyclopedia of the Essay. Taylor & Francis, გვ. 1681. ISBN 9780203303689. 
  6. https://en.wikisource.org/wiki/1911_Encyclop%C3%A6dia_Britannica/Valera_y_Alcal%C3%A1_Galiano,_Juan